რევაზ მეტრეველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რევაზ მეტრეველი
Revaz.png
რევაზ მეტრეველი
სრული სახელი რევაზ მაქსიმეს ძე მეტრეველი
დაიბადა 4 მაისი, 1930
დაბადების ადგილი სიღნაღი
გარდაიცვალა 26 აგვისტო, 2015
ეროვნება ქართველი

რევაზ (რეზო) მეტრეველი (დ. 4 მაისი, 1930, სიღნაღი — გ. 26 აგვისტო, 2015, თბილისი) — ქართველი მხატვარი-კერამიკოსი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1976), საერთაშორისო პრემიის ლაურეატი.

1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი 1962 წლიდან. 1958 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ სამხატვრო გამოფენებში. დაჯილდოებულია პრაღის საერთაშორისო გამოფენის დიპლომით (1962 წ.) და მრავალი სხვა ჯილდოთი. 1970 წელს მონაწილეობდა საფრანგეთის ქალაქ ვალორისში პაბლო პიკასოს მიერ დაფუძნებულ მაღალმხატვრული კერამიკის მსოფლიო გამოფენა - კონკურსში, სადაც მისმა ნამუშევარმა ქართული ორნამენტებით გაფორმებულმა „დეკორეტიულმა დოქმა“ გამოფენის უმაღლესი ჯილდო - ოქროს მედალი და პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. ჟიურის თავჯდომარეობდა პაბლო პიკასო. 1970 წლიდან არის საფრანგეთის ქალაქების ვალორისის და გოლფ - ჟუანის საპატიო მოქალაქე. მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სამხატვრო აკადემიისა და ეროვნული გალერეის (თბილისის) ფონდებში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ტოკიოს მუდმივ საგამოფენო ფონდში, საფრანგეთის ქ. ვალორისის მუზეუმში და კერძო კოლექციებში. რევაზ მეტრეველი შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო საამხატვრო აკადემიაში, ხალხური შემოქმედების სახლში. მისი ნამუშევრები ნაჩვენებია ქართულ დოკუმენტურ ფილმში „მომღერალი თიხა“(1975). მის შემოქმედებაზე გაკეთებულია სატელევიზიო გადაცემები და გამოცემულია სტატიები, როგორც ქართულ ისე უცხოურ ჟურნალ გაზეთებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 616, თბ., 1983 წელი.
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში, ნინო ზაალიშვილის საერთო რედაქციით, „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“ 2000წ. გვ.320
  • Современная грузинская керамика. Автор текста и составитель Алде какабадзе. Москва "советский художник" 1984г.
  • ქართველი მხატვრები, საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირი, პროექტის ხელმძღვანელი და რედაქტორი ცისანა მჭედლიძე. 2013წ. გვ.258.
  • ქართველი მხატვრები, საქართველოს მხატვართა კავშირი.პროექტის ხელმძღვანელი და რედაქტორი ცისანა მჭედლიძე. 2014წ. გვ. 251.