რევაზ მაჭარაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რევაზ მაჭარაშვილი
დაბ. თარიღი 20 იანვარი, 1954(1954-01-20) (70 წლის)
დაბ. ადგილი კორბოული, საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მეცნიერი
დედა ქრისტინე ხარშილაძე
ჯილდოები ღირსების ორდენი

რევაზ მაჭარაშვილი (დ. 20 იანვარი, 1954, კორბოული, საჩხერის რაიონი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი და პედაგოგი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რევაზ მაჭარაშვილი დაიბადა 1954 წლის 20 იანვარს ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში, პედაგოგების ანდრო მაჭარაშვილისა და ქრისტინე ხარშილაძისა ოჯახში. 1977 წელს დამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამშენებლო ნაკეთობათა და კონსტრუქციების წარმოების სპეციალობით. 1981-1984 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კირიაკ ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დასწრებული სწავლების ასპირანტია. 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „საშენი მასალებისა და ნაკეთობების“ სპეციალობით. მინიჭებული აქვს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი; 1991-1995 წლებში კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე. 1977-1995 წლებში იყო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „საქსპეცტრანსის“ პროექტირებისა და კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი, მშენებარე ობიექტების დირექციის დირექტორის მოადგილე, მთავარი ინჟინერი. 1996-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს დარგშორისი კოორდინაციის სამმართველოს უფროსად. 1998-2000 წლებში საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის აპარატის უფროსად. 2000-2003 წლებში კი საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის აპარატის უფროსად.

2004 წელს იყო საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, რომელიც აერთიანებდა სამ სამინისტროს: ყოფილი ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მშენებლობის სამინისტროებს; 2004 წლის ნოემბრიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი.

კვალიფიკაცია აიმაღლა საზღვარგარეთ: შვედეთში (ქ. სტოკჰოლმი, 1999) პროგრამით „საგზაო ადმინისტრაციისა და საგზაო ქსელის მენეჯმენტი“; იაპონიაში (2000 წ.) პროგრამით „სახმელეთო ტრანსპორტი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებისათვის“; ავსტრიაში (2002) პროგრამით „მყარი ფინანსური სტრუქტურა და ტექნოლოგიები“;

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ღირსების ორდენი — 2002 და 2011 წწ.
  • მირზა გელოვანის სახელობის პრემია
  • კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • არის ასეთი ქვეყანა... თბ., 2020, ISBN 978-9941-8-2754-9
  • კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი ინტელექტუალური შემოქმედების ნიმუშები და გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები, წ. 1., თბ., 2019, ISBN 978-9941-8-0908-8
  • ზნეობის გაკვეთილი: პედაგოგი ქრისტინე ხარშილაძე, თბ., 2015, ISBN 978-9941-0-8147-7
  • თბილისიდან ბრესლაუმდე: ნარკვევი ქრისტინე (ნინა) ხარშილაძის საბრძოლო გზისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ, თბ., 2012

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაჭარაშვილი რ., თბილისიდან ბრესლაუმდე, თბ., 2002
  • მაჭარაშვილი რ., ზნეობის გაკვეთილი, თბ., 2015

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]