რევაზ ლაგვილავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

რევაზ ლაგვილავა (დ.19 სექტემბერი, 1952, თბილისი) — ქართველი მომღერალი.

1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფიზიკური),1976 წელს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ვოკალური).

1980–2004 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი (ბარიტონი). 1980 წელს შედგა დებიუტი, რობერტი (ჩაიკოვსკი „იოლანტა“). 1981 წელს სტაჟირება გაიარა მოსკოვის დიდ თეატრში. ქართული რეპერტუარი: ქართველ კომპოზიტორთა საოპერო არიები, რომანსები. სხვა რეპერტუარი: რიგოლეტო, ამონასრო, დიდი ინკვიზიტორი (ჯუზეპე ვერდი „რიგოლეტო“, „აიდა“, „დონ კარლოსი“), სკარპია (პუჩინი „ტოსკა“), ესკამილიო (ჟორჟ ბიზე „კარმენი“), ტონიო (ლეონკავალო „ჯამბაზები“), ალფიო (პიეტრო მასკანი „სოფლის პატიოსნება“), იოქანაანი (იოჰან შტრაუსი „სალომე“), შჩელკალოვი (მოდესტ მუსორგსკი „ბორის გოდუნოვი“), რობერტი, ებნ–ხაკია, ტომსკი (ჩაიკოვსკი „იოლანტა“, „პიკის ქალი“). კამერული რეპერტუარი: მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი, შუმანი, ჩაიკოვსკი, რიმსკი–კორსაკოვი, მუსორგსკი, ბოროდინი. რევაზ ლაგვილავას ვაჟიშვილია საოპერო მომღერალი ნიკოლოზ ლაგვილავა (ბარიტონი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]