რევაზ ზარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რევაზ ზარიძე (დ. 8 მაისი, 1938, თბილისი) — ქართველი ფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1986).

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. მუშაობდა ნახევარგამტარების პრობლემურ ლაბორატორიაში. 1973–1990 წლებში მუშაობდა სამხედრო პრობლემებთან დაკავშირებულ დაკვეთებზე. 1981–2008 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ელექტროდინამიკის ლაბორატორიის გამგე. 1991 წლიდან თანამშრომლობდა საზღვარგარეთის მრავალ უნივერსიტეტთან, Motorola-ს კვლევით ლაბორატორიასთან (აშშ), ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. 1996 წლიდან იყო ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის ინსტიტუტის (IEEE, აშშ) ორგანიზატორი და განყოფილების გამგე. 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორია. რევაზ ზარიძის კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ელექტრომაგნიტური მოვლენების თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა, მოდელირება და სიმულაცია, ველის ზემოქმედება ბიოლოგიურ ობიექტებზე. დაჯილდოებულია ორი ივანე ჯავახიშვილის მედლით (1995, 2009).[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 316.