რევაზ დანელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დანელია (მრავალმნიშვნელოვანი).

რევაზ ვალერიანის ძე დანელია (დ. 5 მაისი, 1947, სოფ. ლეხაინდრავო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 3 მარტი, 2008, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2001).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (1968) მუშაობდა თსუ-ის ი. ვეკუას სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრაზე (1971–1996). 1981–1984 მივლინებული იყო მოსკოვის უნივერსიტეტში დრეკადობის თეორიის კათედრაზე. 1996 წლიდან პედაგოგიური საქმიანობა გააგრძელა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში (უმაღლესი მათემატიკის და თეორიული მექანიკის კათედრის გამგე). დანელის ნაშრომები ძირითადად ეხება ჰიდროტექნიკას, კერძოდ, მელიორაციას. მან დაადგინა სამელიორაციო ჰიდროკვანძების კაშხლის ზედაპირზე მიწისძვრით წარმოქმნილი ჰიდროდინამიკური წნევები, წყალსაცავის ფსკერზე გრუნტში გავრცელებული სეისმური ტალღის გათვალისწინებით. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]