რევაზ გურგენიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რევაზ აფრიკოს ძე გურგენიძე (დ. 11 დეკემბერი, 1951, სოხუმი — გ. 21 დეკემბერი, 2012, თბილისი) — ქართველი გენერალ-მაიორი (1997).

დაამთავრა ქ. ულიანოვსკის უმაღლესი სატანკო სამეთაურო სასწავლებელი (1973), შემდეგ მარშალ მალინოვსკის სახელობის სამხედრო აკადემია (დაახლ. 1985). 1973–1979 წლებში მსახურობდა აღმოსავლეთ გერმანიაში, 1978–1983 წლებში — ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, სადაც მეთაურობდა ლენქორანის სატანკო ბატალიონს. 1983–1988 წლებში ქ. კიროვაბადში დისლოცირებული სატანკო პოლკის მეთაური იყო, შემდეგ იმყოფებოდა ავღანეთში. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ პოლკოვნიკის წოდებით გადადგა სამხედრო სამსახურიდან. 1992 წლიდან მეთაურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-11 ბრიგადას; მონაწილეობდა აფხაზეთის კონფლიქტში. 1994–1998 წლებში სარდლობდა ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული სამშვიდობო ძალების ქართულ დანაყოფს. 2004 წლიდან თადარიგში იყო. დაჯილდოებული იყო წითელი ვარსკვლავის, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებით, აგრეთვე მედლებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]