რევაზ გოგნიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რევაზ დიმიტრის ძე გოგნიაშვილი (დ. 26 ოქტომბერი, 1893, სოფ. ქვემო ხოდაშენი, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – გ. 20 მარტი, 1967, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი და დირიჟორი; თბილისის საოპერო სცენაზე დადგმული პირველი ქართული ოპერის „ქრისტინეს“ ავტორი.

პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის სამუსიკო სასწავლებელში (ი. ტერ-დავიდოვის კლასი). 1913 წელს დაამთავრა პარიზის კონსერვატორია საკომპოზიციო განხრით პროფ. პენიოს, გრავარეს და ივადონის ხელმძღვანელობით. სწავლის პერიოდში პარიზის ერთ-ერთმა ცნობილმა ფირმამ გამოსცა გოგნიაშვილის საფორტეპიანო პიესა „სევდა“. 1913–14 წლებში პარიზშივე დირიჟორობდა ერთ-ერთ სიმფონიურ ორკესტრს. 1914 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო ინტენსიური შემოქმედებითი მოღვაწეობა. შეკრიბა და დაამუშავა ქართული ხალხური სიმღერები. იმავე წელს დაიწყო მუშაობა ოპერა „ქრისტინეზე“ (მისივე ლიბრეტო, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობისა და პოლიო ირეთელის პიესის მიხედვით). ოპერის პრემიერა შედგა „ქართული კლუბის“ სცენაზე 1918 წლის 21 მაისს (რეჟისორი: კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, დირიჟორი: ნიკოლოზ ქართველიშვილი, იასონის პარტია: ვანო სარაჯიშვილი), ხოლო იმავე წლის 17 ივნისს დაიდგა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. გოგნიაშვილის სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ოპერები: „ჯადოსანი“ და „მზის ქურუმი“, აგრეთვე ვოკალურ-საკრავიერი და კამერული ნაწარმოებები, მუსიკა დრამატული თეატრების დადგმებისათვის. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამუსიკო სკოლებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]