რევაზ გოგელია
იერსახე
რევაზ ბესარიონის ძე გოგელია (დ. 17 მარტი, 1932, ბათუმი — გ. 20 ნოემბერი, 1999, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (კალათბურთი); საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1953). 1955–1964 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“. 1964–1974 წლებში იყო „სინათლის“ მოთამაშე-მწვრთნელი. სსრკ ჩემპიონატების სამგზის მეორე პრიზიორი (1959, 1960, 1961); ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962, თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 60.