რევაზ ბერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რევაზ ბერიძე (დ. 25 ივლისი, 1943, თბილისი) — ქართველი მხატვარი, არქიტექტორი.

1966 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.

მისი ძირითადი ნამუშევრებია: საბაგირო გზის ზედა და ქვედა სადგურების შენობები ქალაქ სოჭში (1977), სხვადასხვა სამუზეუმო და სამხატვრო გამოფენის ექსპოზიციები (1970–1980). არის ნატურიდან შესრულებული დოკუმენტური არქიტექტურული ჩანახატების დასტამბული სამი ალბომის ძველი თბილისი (1972 წელი, XIX საუკუნის თბილისური საცხოვრებელი სახლები, ქუჩები და მოედნები), „ძველი ქართული ქალაქები“(1977 წელი, თბილისის, ქუთაისის, თელავის, სიღნაღის დუშეთის ძველი უბნები), „ქართული ტაძრების ინტერიერები“ (1983 წელი, შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი საკულტო ძეგლები), აგრეთვე გრაფიკული და ფერწერული ნატურმორტებისა და პეიზაჟების ალბომების ავტორი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ტაძრების ინტერიერები: ალბომი, თბილისი, ხელოვნება, 1983
  • ძველი ქართული ქალაქები: ალბომი, თბ., მეცნიერება, 1977
  • ძველი თბილისი : ალბომი, თბ., 1972

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ. I. თბ., 1997. გვ. 406

ინტერნეტი რესურსებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]