რევაზაშენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რევაზაშენი — ძველი ნასოფლარი სოფელ დიდი გომარეთის (დმანისის მუნიციპალიტეტი) მიდამოებში. შემორჩენილია 2 ეკლესია. ერთი VIII-IX საუკუნეების დიდი სამნავიანი ბაზილიკაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შიგნით გაყოფილია ორ-ორი დაბალი თაღით. ეკლესია ნაგებია დაუმუშავებელი ქვით. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები თლილი ქვისაა. ბაზილიკის ჩრდილო-დასავლეთით აღმართულია მეორე — შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. მისი კარის ტიმპანის წარწერებიანი ქვა ჩამოვარდნილია. წარწერაში იხსენიება კათალიკოსი შიო. ნასოფლარში შემონახულია აგრეთვე ქვით ნაგები საცხოვრებელი და სამეურნეო შენობების ნანგრევები. ნასოფლარში დგას თლილი ქვით მოპირკეთებული შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია, რომლის არქიტრავის წარწერაში მოხსენიებულია ვინმე ბაკური.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]