რედ ბულ რეისინგი
რედ ბულ რეისინგი (ინგლ. Red Bull Racing), ოფიციალურად Oracle Red Bull Racing, ასევე ცნობილი როგორც უბრალოდ რედ ბული ან RBR —ფორმულა 1-ის სარბოლო გუნდი, რომელიც ავსტრიის ლიცენზიით ასპარეზობს და დაფუძნებულია გაერთიანებულ სამეფოში. გუნდ „რეისინგ ბულსთან“ ერთად ის ერთ-ერთია ფორმულა ერთის ორი კონსტრუქტორისგან, რომლებსაც კომპანია Red Bull ფლობს. კოლექტივის ხელმძღვანელი კრისტიან ჰორნერია.[1]
გუნდი 2005 წელს Cosworth-ის ძრავებს იყენებდა, 2006 წელს კი Ferrari-ს ძრავებზე გადავიდა. 2007-2018 წლებში გუნდს Renault-ის ძრავები ჰქონდა (2016-2018 წლებში ძრავები TAG Heuer-ის სახელით მიეწოდებოდა Renault-სა და Red Bull-ს შორის ურთიერთობის გაუარესების შემდეგ).[2][3] ამ პერიოდში გუნდმა ოთხჯერ მოიპოვა კონსტრუქტორთა ჩემპიონატების ტიტული 2010-2013 წლებში, რამაც „რედ ბული“ პირველი ავსტრიული გუნდი გახადა, რომელმაც ეს ტიტული მოიგო.
2019 წელს გუნდმა Honda-ს ძრავების გამოყენება დაიწყო. ამ პარტნიორობამ განსაკუთრებული შედეგი გამოიღო მას შემდეგ, რაც 2021 წელს მაქს ვერსტაპენმა თავისი პირველი ტიტული მოიპოვა. ჩემპიონობა ვერსტაპენმა 2022, 2023 და 2024 წლებშიც მოიოპვა, ხოლო თვითონ „რედ ბული“ 2022 და 2023 წლებში კონსტრუქტორთა ჩემპიონადაც იქცა, თუმცა 2021 წელს მერსედესთან, და 2024 წელს მაკლარენთან დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ Honda-მ 2021 წლის შემდეგ ფორმულა 1 დატოვა, ის აპირებს ძრავების სრულ მიწოდებას Red Bull Powertrains-ის ბრენდისთვის 2025 წლის ბოლომდე.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bull ასახელებს ტექნიკურ ფირმას Oracle-ს, როგორც ტიტულის სპონსორს 500 მილიონი დოლარის გარიგებაში
- Bull F1 ახორციელებს ახალ 500 მილიონი დოლარის ტიტულის სპონსორობას Oracle-თან
- Bull-მა F1-ის ახალი ტექნიკური ხელმძღვანელი დაასახელება
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Christian Horner: Team Principal. Infiniti Red Bull Racing. ციტირების თარიღი: 27 September 2013
- ↑ Cooper, Adam. TAG Heuer extends Red Bull F1 deal despite 2019 Honda engine deal. ციტირების თარიღი: 5 June 2019
- ↑ „Red Bull extend Renault engine contract to 2016“. BBC Sport. BBC. 9 September 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 June 2018. ციტირების თარიღი: 9 September 2011.
- ↑ Honda and Red Bull extend power unit support deal until 2025 (2 August 2022). ციტირების თარიღი: 8 April 2023