Radiohead: Daydreaming-ის საიდუმლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რედიოჰედი: Daydreaming-ის საიდუმლო)
„Radiohead: Daydreaming-ის საიდუმლო“
ჟანრი დოკუმენტური
ფილმის ტიპი ვიდეო ანალიზი
რეჟისორი რიში კანერია
მონტაჟი რიში კანერია
სტუდია Ragang Cinema
პრემიერა 15 აგვისტო, 2016 (2016-08-15)
ხანგრძლივობა 14:30 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური

Radiohead: Daydreaming-ის საიდუმლო (ინგლ. Radiohead: The Secrets Of Daydreaming) — ამერიკელი ვიდეო ესეისტის და რეჟისორის რიში კანერიას ვიდეო ანალიზი, Radiohead-ის მუსიკალურ ვიდეოზე „Daydreaming“, რომელიც გააკეთა სტუდია Ragang Cinema-მ 2016 წელს. ვიდეო გაკეთებულია ინტერნეტ რესურსებზე დაყრდნობით და ავტორის პირადი ინტერპრეტაციების მიხედვით. ვიდეო ანალიზში საუბარია ვიდეო კლიპის ვიზუალურ მხარეზე, ტექსტის შინაარსზე და Daydreaming-ის პარალელებზე Radiohead-ს მთელ დისკოგრაფიასთან და ჯგუფის ვოკალისტის, ტომ იორკის, პირად ცხოვრებასთან. ვიდეო კლიპში ჯგუფის ვოკალისტი სხვადასხვა სიტუაციებში, სივრცესა და დროში მოძრაობს და მისი ხანგრძლივობა 6:24 წუთია.[1] სიმღერა შესულია Radiohead-ის 2016 წლის ალბომ A Moon Shaped Pool-ში მეორე სიმღერად.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://vimeo.com/178823364 Radiohead: Daydreaming-ის საიდუმლო
  2. http://www.amoonshapedpool.com/ A Moon Shaped Pool