რედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რედია დიგენეზური მწოველების (ტრემატოდების) ერთ-ერთი პართენოგენეზური თაობა, რომელიც პარაზიტობს შორისულ მასპინძელში (მოლუსკში). რედია ვითარდება ჭიის პირველი პართენოგენეზური თაობის — სპოროცისტის — სხეულის ღრუში და თავის მხრივ წარმოქმნის სქესმწიფე მწოველების მატლებს — ცერკარიებს. სპოროცისტისაგან განსხვავებით, რედიას აქვს პირის ხვრელი, ხახა, ნაწლავი და გამოსაჩეკი ხვრელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]