რეგიონალიზმი (ხელოვნება)
იერსახე
რეგიონალიზმი — მიმდინარეობაა ხელოვნებაში, განსაკუთრებით ფერწერაში, რომლის წევრებიც თავს არიდებენ ქალაქს და სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ პროცესებს. რეგიონალისტი მხატვრები უპირატესობას პროვინციული სოფლის ცხოვრების აღწერას ანიჭებენ. რეგიონალისტური სტილი ამერიკაში 1930-35 წლებიდან დაიწყო და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ გრანტ ვუდი და თომას ჰარტ ბენტონი. 1930-იანების დიდი დეპრესიის პერიოდში ამერიკული პროვინციის იდილიის დამაიმედებელი გამოსახულებებით რეგიონალისტურმა ხელოვნებამ ფართო გამოხმაურება ჰპოვა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Regionalism, exhibition, Sioux City Art Center დაარქივებული 2008-05-15 საიტზე Wayback Machine.