რეგიომონტანუსი
| რეგიომონტანუსი | |
|---|---|
| გერმ. Johann Müller | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 6 ივნისი, 1436[1] [2] |
| დაბ. ადგილი | Königsberg in Bayern, საქსონიის საკურფიურსტო, საღვთო რომის იმპერია[3] [4] |
| გარდ. თარიღი | 6 ივლისი, 1476[5] [1] [2] (40 წლის) |
| გარდ. ადგილი | რომი, პაპის ოლქი[6] [7] |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ასტრონომი, მათემატიკოსი[8] , historian of mathematics, ასტროლოგი, Catholic bishop და მბეჭდავი[8] |
| მუშაობის ადგილი | ვენის უნივერსიტეტი[2] |
| ალმა-მატერი | ლაიფციგის უნივერსიტეტი[2] და ვენის უნივერსიტეტი[2] |
| განთქმული მოსწავლეები | Bernhard Walther |
რეგიომონტანუსი [ლათ. Regiomontanus — კენიგსბერგელი, იოჰანეს მიულერის (გერმ. Johannes Mülle) ფსევდონიმი; დ. 6 ივნისი, 1436, კენიგსბერგი, ფრანკონია, გერმანიის ისტორიული ოლქი — გ. 6 ივლისი, 1476, რომი] — გერმანელი ასტრონომი და მათემატივოსი. გ. პურბახის მოწაფე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1461-1468 წლებში ცხოვრობდა იტალიაში, ეცნობოდა ბერძენ მათემატიკოსთა და ასტრონომთა შრომებს. 1468-1471 წლებში იყო ვენის უნივერსიტეტის პროფესორი. 1471 წლიდან დასახლდა ნიურნბერგში, სადაც აუშენეს ობსერვატორია, ასტრონომიული იარაღების სახელოსნო და ტიპოგრაფია. 1475 წლიდან გადავიდა რომში პაპის მიწვევით კალენდრის სრულყოფის სამუშაოსთან დაკავშირებით.
რეგიომონტანუსმა გამოიკვლია და ლათინურად თარმგნა პტოლემეს „ალმაგესტი“. თავის მიერვე აგებულ საბეჭდ დაზგაზე დაბეჭდა პურბახის ასტრონომიული შრომები, სხვადასხვა კალენდარი და პტოლემეს თეორიის საფუძველზე თავის მიერ შედგენილი ასტრონომიული ცხრილები — ეფემერიდები. წამოაყენა ზღვაზე გრძედების განსაზღვრის მეთოდი და გააუმჯობესა განედების განსაზღვრის მეთოდი, დააკვირდა 1472 წელს კომეტას. მისი ტრიგონომეტრიული შრომების მეშვეობით (უმთავრესია „ხუთი წიგნი სხვადასხვა სახის სამკუთხედების შესახებ“, გამოიცა 1533, სიკვდილის შემდეგ) სფერული ტრიგონომეტრია და ტრიგონომეტრია სიბრტყეზე დამოუკიდებელ დისციპლინებად იქცნენ; შეადგინა ტრიგონომეტრიული ცხრილები, რომლებშიც პირველმა გამოიყენა ათწილადური სისტემა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 324.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რეგიომონტანუსი კენიგსბერგელი — nplg.gov.ge
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ Müller (Johann) — Ha, L: Johann Heinrich Zedler, 1739. — ტ. 22. — S. 125–126.
- ↑ Hagen J. G. Müller (Regiomontanus), Johann — NYC: D. Appleton & Company, 1913. — Vol. 10. — P. 628–629.
- ↑ Campo Santo Teutonico
- ↑ Berry A. A Short History of Astronomy — London: John Murray, 1898.
- ↑ Региомонтан // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 8.0 8.1 Národní autority České republiky