შინაარსზე გადასვლა

რეაქტიული საწვავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რეაქტიული საწვავი — საავიაციო რეაქტიული ძრავების საწვავი. ფართოდ იყენებენ ნავთობის იმ ფრაქციებს, რომლებსაც მცირე გოგირდოვანი და გოგირდოვანი ნავთობის პირდაპირი გამოხდით ღებულობენ. პირდაპირი გამოხდის ფრაქციებისაგან მაღალი თერმული სტაბილურობის მქონე საწვავს ღებულობენ ჰიდროგასუფთავებით.

რეაქტიული საწვავის ძირითადი მახასიათებელია სიმკვრივე და კუთრი წვის სითბო, რომლებიც განსაზღვრავენ ფრენის სიშორეს. რეაქტიული საწვავს უნდა ახასიათებდეს მაღალი თერმული სტაბილურობა, რისთვისაც სათბობს ათავისუფლებენ არანახშირწყალბადოვანი მინარევებისაგან. გასუფთავებულ საწვავს შენახვის დროს სტაბილურობის ასამაღლებლად უმატებენ ანტიმჟანგავებს, ლითონების დეაქტივატორებსა და სხვას.

რეაქტიულ საწვავში გახსნილი წყალი (0.01%-მდე) პირობების შეცვლისას შეიძლება გამოიყოს, რაც იწვევს საწვავი აპარატურის კოროზიას; ზოგჯერ შესაძლებელია ყინულის კრისტალების წარმოქმნაც. ამის თავიდან ასაცილებლად რეაქტიულ საწვავის უმატებენ კოროზიის ინჰიბიტორებსა და ანტიშემომყინავებს, აგრეთვე სტატიკური ელექტრობის დაგროვებისა და საწვავის დაძველების საწინააღმდეგო მისართებს.