რეალპოლიტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რეალპოლიტიკა (გერმ. real; „რეალისტური“, „პრაქტიკული“; და გერმ. Politik; „პოლიტიკა“, გერმანული წარმოთქმა: [ʁeˈaːlpoliˌtiːk]) — პოლიტიკა ან დიპლომატია, რომელიც დაფუძნებულია მოცემული სიტუაციისა და ფაქტორების განსაზღვრით, გამოკვეთილი იდეოლოგიური ცნებებისა და ენნიკური ან მორალური საფუძვლების ნაცვლად. მას აქვს საერთო ასპექტები რეალიზმსა და პრაგმატიზმის ფილოსოფურ მიდგომებთან. მას ზოჯერ უბრალოდ „პრაგმატიზმს“ პოლიტიკაში უწოდებენ. ტერმინი რეალპოლიტიკა ხანდახან გამოიყენება დამცინავი გზით, ისეთი პოლიტიკების მიმართ რომლებიც აღითქმება როგორც იძულებითი, ამორალური ან მაკიაველური.[1]

ტერმინის წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინ „რეალპოლიტიკას“ საფუძველი ლუდვიგ ფონ როჩაუმ, XIX საუკუნის გერამნელმა მწერალმა და პოლიტიკოსმა ჩაუყარა.[2] მის 1853 წლის წიგნ Grundsätze der Realpolitik angewendet auf die staatlichen Zustände Deutschlands-ში ლიდვიგ ფონ როჩაუ ტერმინს აღწერს:[3]

სახელმწიფოს ფორმირების, შენარჩუნების და ცვლილების ძალების შესწავლა წარმოადგენს ყველა პოლიტიკური შეხედულებების საფუძველს და მივყავართ გაგებამდე რომ კანონის ძალა ისე მართავს სახელმწიფოების სამყაროს, როგორც გრავიტაცია ფიზიკურ სამყაროს. ძველ პოლიტიკურ მეცნიერებას კარგად ესმოდა ეს სიმართლე თუმცა დახატა არასწორი და საზიანო დასკვნა—უფრო ძლევამოსილის უფლება. თანამედროვე ერაში გამოსწორდა ეს არაეთიკური ჩავარდნა, თუმცა ძლევამოსილის უფლების დარღვევისას, თანამედროვე ერა ზედმეტად დაკავებული იყო რათა გადეხედა ძლევამოსილის რეალური ძლევამოსილებისა და მისი პოლიტიკური გავლენის გარდაუვალობისათვის.

ისტორიკოსი ჯონ ბიუ ფიქრობს რომ რეალპოლიტიკის თანამედროვე გაგება განსხავდება ტერმინის თავდაპირველი მნიშვნელობისაგან. რეალპოლიტიკა წარმოიქმნა XIX საუკუნის შუა წლებში განმანათლებლობის „შეჯახებით“ სახელმწიფო ფრორმაციებთან და პოლიტიკურ ძალაუფლებასთან. ბიუ ფოქრობს რომ რეალპოლიტიკის კონცეპტი იყო ადრეული მცდელობა გაეცათ პასუხი ლიბერალური მიზნების მიღწევის თავსატეხისათვის, რომელიც არ მიჰყვებოთა ლიბელარული განამნათლებლობის წესებს.

პუბლიცისტმა, ჭურნალისტმა და ლიბარალმა პოლიტიკის რეფორმატორმა ლუდვიგ ფონ როჩაუმ ტერმინის გამოყენებას საფუძველი 1853 წელს ჩაუყარა, რასაც 1869 წელს მეორე ტომი დაამატა სადაც კიდევ უფრო დახვეწა და გაამაყარა ადრინდელი არგუმენტები. როჩაუ გადასახლებაში (პარიზში) ცხოვრობდა 1848 წლის რევოლუციებამდა, როდესაც დაბრუნდა გერმანიაში და რევოლუციის დროს გახდა გერმანიის ნაციონალური ლიბერალური პარტიის ცნობილი ფიგურა. მას შემდეგ რაც 1848 წლის რევოლუციის შემდეგ ლიბერალების მიღწეული გამარჯვებები იმსხვერპლა იძულებითმა მთავრობებმა ან გადაფარულნი იქნენ ძლიერი სოციალური ძალების მიერ, როგორებიცაა კლასი რელიგია და ნაციონალიზმი როჩაუმ (ჯონ ბიუზე დაყრდნობით) დაიყო ფიქრი თუ როგორ ჩავარდა ენთუსიაზმით დაწყებული საქმე რომელმაც ვერანაირი რეალური გრძევადიანი ცვლილებები ვერ მოიტანა.

როჩაუმ თქვა რომ განამნათლებლობის უდიდესი მიღწევა იმის ჩვენება იყო რომ ძალაუფლება ყოველთვის მართალი არ არის. შეცდომა რაც ლიბერალებმა დაუშვეს ის იყო, რომ მათ ეგონათ ძლიერის კანონი გაქრებოდა რადგანაც ის არასამართლიანი იყო. როჩაუმ დაწერა რომ „ჯერიკოს კედლის დასანგრევად, რეალპოლიტიკოსმა იცის რომ უბრალო წერაქვი უფრო გამოსადეგარია ვიდრე ყველაზე ძლევამოსილი საყვირი“. როცაუს კონცეპტი ფართოდ იქნა ადაპტირებული გერმანელი მოაზროვნეების მიერ XIX საუკუნის შუა პერიოდში და მალევე გახდა ასოცირებული ოტო ფონ ბისმარკის სახელმწიფოთშენებასთან, რომელიც მან გერმანიის გაერთიენებაში ჩადო 1862-1871 წლებში. 1890 წლისათვის, სიტყვა „რეალპოლიტიკის“ გმოყენება ფართომაშტაბიანი გახდა, თუმცა დროის გასვლასთან ერთად კიდ უფრო და უფრო შორდებოდა მის თავდაპირველ მნიშვნელობას.[4]

ისტორია და განშტოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუნ ძიმ, ჩინელიმა სამხედრო სტარეგისტმა, დაწერა ომის ხელოვნება რომელმაც შეიძლეა ითქვას რომ იწინასწარმეტყველა მომავალი რეალპოლიტიკის ასპექტები.

თიკიდიდე იყო ბერძენი ისტორიკოსი რომლემაც დაწერა პელოპონესიური ომის ისტორია რომელიც ასევე მოიხსენიება რეალპოლიტიკის პოლიტიკური წინაპარი.

ჩანაკია (ან კაუტილია) იყო იდოელი სახელმწიფო მოღვაწე რომელმაც დაწერა არტაშასტრა.

იბნ ხალდუნი, არაბი მუსლიმი ისტორიოგრაფი და ისტორიკოსი, თანამედროვე ისტორიოგრაფიის დამფუძნებელი მამებიდან ერთ-ერთი და 'მუქადიმაჰის დროის უნივერსალური ისტორიის ავტორი.

ჰან ფეი, ჩინელი დილოსოფოსი, რომელმაც მოახდინა ლეგალიზმის (ან ლეგიზმის) თეორიზაცია და მსახურობდა ცინის დინასტიის მეფის კარზე, მეომარი სახელმწიფოების პერიოდის დასასრულს. მისი თეორია ფოკიუსირებული იყო ჯარიმებზე და ჯილდოებზე, როგორც სახელმწიფოს მმართვის ხელსაწყოებზე. ჰან ფეი ფიქრობდა ნეიტრალურ, მანიპულატორ მმართველზე რომელიც იქნებოდა სახელმწიფოს მეთაური, როდესაც საიდუმლოდ გააკონტროლებდა მის მინისტრებს (რომლებიც ყოველგვარ პასუხისმგებლობას აიღებდნენ ნებისმიერ პოლიტიკაზე).

ნიკოლო მაკიაველი, იტალიელი პოლიტიკური ფილოსოფოსი რომელმაც დაწერა Il Principe (პრინცი), რომელშიც ამტკიცებს რომ პოლიტიკოსმა უნდა ეძიოს ძალაუფლებამ რელიგიური და მორალური მოსაზრებების მიუხედავად.

ევროპა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოტო ფონ ბისმარკი, გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე და კანცლერირომელიც ხშირად ასოცირებულია რეალპოლიტიკასთან

აშშ-ში, ტერმინი ხშორად ასოცერდება ძალაუფლების პოლიტიკასთან, თუმცა გერმნიაში რეალპოლიტიკას აქვს შედარებით ნაკლებად ნეგატიური გაგება, ახასიათებს რეალისტურ პოზიციას იდეალისტურ (არარეალური) პოზიციების წინააღმდეგ. ის განსაკუთრებით არის ასოცირებული XIX საუკუნის ნაციონალიზმთან. რეალპოლიტიკური პოლიტიკები გატარებული იქნა 1848 წლის რევოლუციების ჩავარდნის შემდეგ, სახელმწიფოების გასაძლიერებლად და საზოგადოებრივი წესრიგის გასამყარებლად.

„პოლიტიკა არის შეძლების ხელოვნება.“
ოტო ფონ ბისმარკი, 1867 წლის ინტერვიუ

რეალპოლიტიკის ყველაზე ცნობილი მხარდაჭერი იყო, გერმანიის და ვილჰელმ I-ის პირველი კანცლერი (1862-1890 წლებში), ოტო ფონ ბისმარკი. ბისმარკმა რეალპოლიტიკა გამოიყენა რათა გერმანიაში დაემყარებინა პრუსიული დომინაცია. ის ახდენდა პოლიტიკური პრობლემების მანიპულირებას, ისე როგორც შლეზვიგ-ჰოლშტაინის საკითხს, და საჭიროების შემთხვევაში სხვა სახელმწიფოების ანტაგონიზაციით იწყებდა ომებს საკუთარი მიზნების მისაღწევად. ასეთი პოლიტიკები ბისმარკისთვის დამახასიათებელ ნიშნად ითვლება, ის ახდენდა რეალური პოლიტიკური სამყაროს პრაგმატიული ხედვის დემონსტრირებას. ბისმარკის მიერ სხვა პოლიტიკების ადაპტირების სურვილი ჩანს, სოციალისტების დასაქმებულთა დაზღვევების და პენსიების პოლიტიკების გატარებებშიც. ასე ბისმარკი იყენებდა პატარა ცვლილებებს რათა აერიდებინა დიდი, რევოლუციური ცვლილებები. გერმანიის გაერთიანება და ავსტრიასთან ძმების ომის წამოწყება რეალპოლიტიკის მაგალითებად ითვლება.

ადოლფ ჰიტლერის მიერ ჩეხოსლოვაკიის უმრავლესობა გერმანელებით დასახლებული რეგიონის (სუდატენლენდის) ანექსაციის მცდელობა 1938 წლის მაისში შეიძლება ასევე ჩაითვალოს რეალპოლიტიკის მაგალითად. თავდაპირველად, ჰიტლერმა წარუმატებლად მოთხოვა ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტ ედვარდ დენესს რეგიონის გადაცემა. თუმცა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ნევილ ჩემბერლეინმა მიუხენის შეთანხმებაში, მეორე მსოფლიო ომის თავიდან არიდების მიზნით, დათანხმდა ჰიტლერის მოთხოვნას.

ედუარდ ჰალეტ კარი იყო ლიბერალი რეალისტი და მემარქცხენე ბრიტანელი ისტორიკოსი და საერთაშორისო ურთიერთობების თეორისტი რომელიც მხარს უწერდა რეალისტურ საერთაშორისო პოლიიტკებს უტოპიურის ნაცვლად. კარი ახასიათებდა რეალიზმს როგორც ისეთი რეალობის ან ძალის არარსებობის მიღება როგრიციც ღმერთია. ის ფიქრობდა რომ რეალიზმში არ არის მორალური განზობილებები და რაც წარმატებულია სწორია, ხოლო რაც წარუმატებელია არასწორია. კარი დარწმუნებული იყო რომ ბოლშევიკები გაიმარჯვებდნენ რუსეთის ამოქალაქო ომში და რეალპოლიტიკის საფუძვლებზე ხმარს უჭერდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დეივიდ ლიოდ ჯორჯის სამხედრო მხარდაჭერას რუსეთის თეთრი მოძრაობის მიმართ.[5]

აშშ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკული რეალპოლიტიკა 1960-იანებში დაიწყო პოლონელ-ამერიკელი ზბიგნიუ ბრზეზინსკის იდეებით, რომელიც შემდგომში ჯიმი კარტერის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების დარგში. მაკკარტიზმის და ჯონ ფოსტერ დალსის იდეებთან კონტრასტში, რომლების მიხედით აღმსავლეთის ბლოკის სამხედრო „გათავისსუფლება“ იყო საჭირო, ბრზეზინსკი წინ აყენებდა მშვიდობიანი ჩართულობა როდესაც მსახურობდა ჯონ კენედის და ლინდონ ჯონსონის მრჩევლად.[6]

ჰენრი კისინჯერი, ითვლება ადამიანად რომელმაც რეალპოლიტიკის პოლიტიკები ფორმალურად გააცნო თეთრ სახლს, როდესაც რიჩარდ ნიქსონის სახელმწიფო მდივნად საუბრობდა.[7] ამ კონტექსტში ეს ნიშნავდა რომ სახელმწიფო პრობლემებს პრაქტიკული მანერით გაუმკლავდებოდა და არა რაიმე პოლიტიკური დოქტრინით ან ეთიკებით, რაც რიჩარდ ნიქსონის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დიპლომატიური კავშირით გამოხატა ამერიკული პუბლიკის ანტიკომუნისტური განწყობის და შეკავების პოლიტიკის მიუხედავად. სხვა მაგალითია კესინჯერის შატლის დიპლომატია 1973 წლის არაბ-ებრაული ომის შედეგ, როდესაც მან ისრაელს აიძულა დაეტოვებინათ სინაის ნახევარკუნძული, ნავთობის კრიზისის მიე შექმნილი პოლიტიკური რეალობისაგან თავდასაცავად.

თავად კისინჯერმა განაცხადა რომ მას არასოდეს გამოუყენებია ტერმინი რეალპოლიტიკა და თქვა რომ ეს ტერმინი გამოიყენებოდა როგორც რეალისტი ასევე ლიბერალი მოაზროვნეების მიერ სხვადასხვა საგრეო პოლიტიკების გასაკრიტიკებლად.[8] კესინგერი მის დასმახურებებს სახელმწიფო მდივნის და ნაციონალური უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობეზე უყურებდა არა როგორც რეალპოლიტიკის სტანდარტულ პოლიტიკად გადაქცევას, მაგრამ ისე როგორც სახელმწიფო მოღვაწე. კესინჯერმა განაცხადა რომ სხელმწიფო მოღვაწის როლია „ამოიცნოს ზალის რეალური ურთიერთობები და გამოიყენოს ისინი საკუტარი სარგებლისთვის.“[9][10]

ამ კონტექსტში შესაძლებელია რეალპოლიტიკის გავლენის ჩამოყალიების შესაძლებლობის დანახვა ამერიკულ პოლიტიკებში. რეალპოლიტიკის გავლენის აღმოჩენა უკვე შესაძლებელია პრაგმატულ და მოქნილ პოლიიტკებში, რომლებიც იცვლებიან სიტუაციის საჭიროებების მიხედვით. რეალპოლიტიკის შტრიხების დანახვა შესაძლებელია ბარაკ ობამას ადმინისტრაციაშიც.[11]

რეალპოლიტიკა განსხვავდება ყველა პოლიიტკური იდეოლოგიისაგან იმით რომ, ის არ იმართება უცვლელი წესებით, მაგრამ არის მიზანზე ორიენტირებული და ლიმიტირებული მხოლოდ საგანგებო შემთხვევებისათვის. რადგანაც რეალპოლიიტკა მიმართულია ნაციონალური ინტერესების მიღწევის ყველაზე პრაქტიკული მეთოდებისაკენ, ის შეიძლება ხშირად იწვევდეს კომპრომისებს იდელოგიური პრინციპებისათვის. მაგალითად, ცივი ომის მიმდინარეობისას აშშ მხარს უჭერდა ავტორიტარულ რეჟიმებს, რომლებიც არღვევდნენ ადამიანის ძირითად უფლებებს, რათა შეექმნათ თეორიულად უფრო დიდი ნაციონალური ინტერესები ან გაემყარებინათ რეგიონების სტაბილურობა.[12][13][14][15] ცივი ომის დასრულების შემდეგ, მსგავსი პოლიტიკების გამოყენება გაგრძელდა მსოფლიოს სხავასხვა რეგიონებში, როგორიცაა მაგალითად ახლო აღმოსავლეთი.[16][17][18][19]

დანიელ როსი, ელჩი, ბოლო პერიოდში მხარს უჭერდა საგარეო საქმეების მსგავს მიდგომას მის 2007 წლის წიგნ „სახელმწიფოთშენება: და როგორ აღვადგინოთ ამერიკის პოზიცია მსოფლიოში“.

ჩინეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთის „რეალისტური“ ტრადიციები ათასობით წელს ითვლის და ხშირად მოიხსენიება როგორც ჩინური ლეგალიზმი, რომლის დასავლეთში ყველაზე ცნობადი ასპექტია ომის ხელოვნება.[20] ჩინური ადმინისტაციული ორგანიზაციებს გავლენა დასავლერ ადმინისტრაციულ პრაქტიკებზე ჯერ კიდევ XII საუკუნიდან აქვთ და მათ ითამაშეს უმნიშვნელოვანესი როლი თანამედროვე სახელმწიფოების სისტემების ჩამოყალიბებაში.[21][22][23][24]

გაზაფხული-შემოდგომის პერიოდში ( ძვ. წ 771-476/403 წლები) წამოწყებისას, „რეალისტური“ რეფორმები მიღებული იქნა შვიდი მეომარი სახელმწიფოს განვითარების მიზნით, რის შემდეგაც ცინის სახელმწიფომ შექმნა ჩინეთის პირველი იმპერია ძვ. წ 221 წელს. ამ არაში ჩამოყალიბებული თეორიებმა და იდეებმა, კონფუციანელობის ჩათვლით, გავლენა ჩინეთის ყველა დინასტიასა და მთავრობაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Humphreys, Adam R. C. (2014) Realpolitik (en). John Wiley & Sons, Ltd, გვ. 3151–3152. DOI:10.1002/9781118474396. ISBN 9781118474396. 
  2. Haslam, Jonathan (2002). No Virtue Like Necessity: Realist Thought in International Relations since Machiavelli. London: Yale University Press, გვ. 168. ISBN 978-0-300-09150-2. 
  3. von Rochau, Ludwig (1859). Grundsätze der Realpolitik angewendet auf die staatlichen Zustände Deutschlands. 
  4. Bew, John (2014). Real Realpolitik: A History. Washington, D.C.: The Library of Congress. 
  5. Davies, Robert William "Edward Hallett Carr, 1892–1982" pages 473–511 from Proceedings of the British Academy, Volume 69, 1983 page 477.
  6. Gati, Charles (2013) Zbig: The Strategy and Statecraft of Zbigniew Brzezinski (en). JHU Press, გვ. 23–24. ISBN 9781421409771. ციტირების თარიღი: 1 June 2017. 
  7. Byrnes, Sholto. "Time to Rethink Realpolitik". New Statesman. http://www.newstatesman.com/north-america/2009/02/obama-kissinger-world-russia. წაკითხვის თარიღი: 25 June 2011.
  8. Kissinger, Henry (June 2012). "The Limits of Universalism". New Criterion.
  9. Kissinger, Henry (1999). A World Restored: Metternich, Castlereagh and the Problems of Peace, 1812–1822. London: Weidenfeld & Nicolson, გვ. 312–322. 
  10. Bew, John (2015). Realpolitik: A History. New York: Oxford University Press, გვ. 258. 
  11. Bew, John (2015). Realpolitik: A History. New York: Oxford University Press, გვ. 4–5. 
  12. (2001) "Dictatorships", რედ. DeConde, Alexander: Encyclopedia of American Foreign Policy, Volume 1. Simon & Schuster, გვ. 499. ISBN 9780684806570. 
  13. Adams, Francis (2003). Deepening democracy: global governance and political reform in Latin America. Greenwood Publishing Group, გვ. 31. ISBN 9780275979713. 
  14. McMahon, Robert J. (1999). The limits of empire: the United States and Southeast Asia since World War II. Columbia University Press, გვ. 205. ISBN 9780231108805. 
  15. Grandin & Joseph, Greg & Gilbert (2010). A Century of Revolution. Durham, NC: Duke University Press, გვ. 397–414. 
  16. US resumes arms sales to Bahrain. Activists feel abandoned“, The Christian Science Monitor, 14 May 2012. ციტირების თარიღი: 13 August 2014. 
  17. Josh Rogin. “America's Allies Are Funding ISIS“, 2014-06-14. ციტირების თარიღი: 2014-08-10. 
  18. US support for human rights abroad: The case of Saudi Arabia. CSMonitor.com (2014-01-28). ციტირების თარიღი: 2014-08-10.
  19. "5 dictators the U.S. still supports". The Week. 2011-02-03. http://theweek.com/article/index/211722/5-dictators-the-us-still-supports. წაკითხვის თარიღი: 2014-08-10.
  20. Wealth and Power. Orville Schell
  21. Creel, Herrlee G. (March 1974). "Shen Pu-Hai: A Secular Philosopher of Administration". Journal of Chinese Philosophy 1 (2): 119–136. .
  22. Van der Sprenkel
  23. Origins of Statecraft in China
  24. Legalism and the Legalists of Ancient China. sjsu.edu.

კომენტარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]