რეალგარი
იერსახე
| რეალგარი | |
|---|---|
| საერთო | |
| ქიმიური ფორმულა | AsS |
| იდენტიფიკაცია | |
| ფერი | კაშკაშა ნარინჯისფერ-წითელია |
| კრისტალის სინგონია | მონოკლინურ |
| სიმაგრე მოოსის სკალით | 1,5–2 |
| სიმკვრივე | 3560–3590 კგ/მ³ |
რეალგარი (ფრანგ. réalgar<არაბ. რაჰჯ ალ-ღარ — მაღაროს მტვერი) — სულფიდების კლასის მინერალი; ქიმიური შემადგენლობა . კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. კრისტალები პრიზმული აქვს. ჩვეულებრივ გვხვდება მკვრივი მარცვლოვანი ან ფხვნილისებრი მასის სახით. კაშკაშა ნარინჯისფერ-წითელია. სიმაგრა მინერალოგიური სკალით 1,5–2; სიმკვრივე 3560–3590 კგ/მ³. წარმოიქმნება ძირითადად ჰიდროთერმული გზით. დარიშხანის მნიშვნელოვანი მადანია. რეალგარის საბადოებია ამიერკავკასიაში (აღსანიშნავია ლუხუნის (ლუხუმის) დარიშხანის საბადო), ჩეხეთში, სლოვაკეთში, რუმინეთში, აშშ-ში, იაპონიაში და სხვ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 317–318.