რბილბალნიანი ხორბლისფერი ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა | ირლანდია | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
რბილბალნიანი ხორბლისფერი ტერიერი (ინგლ. Soft-coated Wheaten Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ირლანდიაში XVIII საუკუნეში.
კერი ბლუს და ირლანდიური ტერიერების ნათესავი გაჩნდა ქერის და ქორქის საგრაფოებში ირლანდიის სამხრეთით და რამდენიმე საუკუნის მანძილზე გამოიყენებოდა როგორც უნივერსალური მუშა ძაღლი ნადირობისთვის, ფერმების დაცვისთვის, მტაცებლისგან შინაური ცხოველების დაცვისთვის. ყველა ირლანდიურ ტერიერს შორის, შესაძლოა, ყველაზე ჯიუტი, უიტენი სულ ცოტა ხნის წინ კანადასა და აშშ_ში უცებ გახდა პოპულარული კომპანიონის სახით. უიტენის დამსახურებული პოპულარობა იმით აიხსნება, რომ აქვს მრავალმხრივი თვისებები, რომელთა განვითარებას და ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ძველმა ირლანდიურმა კანონმა, რომლის მიხედვით გლეხებს ეკრძალებოდათ მონადირე ძაღლის ყოლა.
გლეხებმა კანონი "მოატყუეს" და შექმნეს "სოფლური გარეგნობის" ტერიერი, რომელიც დროთა განმავლობაში დამჯერ და ადვილად გაწვრთნად ("ტერიერების" საზომით) კომპანიონად იქცა. რბილბალნიანი ხორბლისფერი ტერიერი კარგად ეგუება ქალაქის პირობებს, სიცივეს და ბავშვებს, კარგი მოდარაჯეა, ბალანს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. აქვს დატალღული, რბილი, მწიფე ხორბლისფერი ბალანი, პატარა, თხელი, სამკუთხა ყურები, ზომიერად გრძელი, ძლიერი კისერი, საკმაოდ გრძელი თავი დაფარულია რბილი ბალნით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რბილბალნიანი ხორბლისფერი ტერიერი (ინგლისური)