რაშ ხუტაბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რაშ ხუტაბა (დ. 10 თებერვალი, 1951, გუდაუთა) — აფხაზი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა), ევროპის ჩემპიონი (1982 ვარნა, ბულგარეთი, 100 კგ), სსრკ ჩემპიონი (1981, ულან-უდე,100 კგ), სსრკ ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1976, 1982, ოდესა, ორჯონიკიძე,100 კგ), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. 1993 წლიდან გუდაუთაში რაშ ხუტაბას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ტარდება.

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
თავისუფალი ჭიდაობა
ვარნა, ბულგარეთი
ევროპის ჩემპიონატი 1982 -100 კგ 1st

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]