რაშად ისმაილოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაშად ისმაილოვი
აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარში
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა7 თებერვალი, 2018
ვიცე-პრეზიდენტი  მეჰრიბან ალიევა
პრეზიდენტი  ილჰამ ალიევი
პრემიერ-მინისტრი  ნოვრუზ მამედოვი

აზერბაიჯანის გენერალური კონსული ბათუმში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2015 – 7 თებერვალი, 2018
პრეზიდენტიილჰამ ალიევი

დაბადებული7 ივნისი, 1974 (1974-06-07) (49 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ (დღეს აზერბაიჯანი)
მოქალაქეობააზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ეროვნებააზერბაიჯანელი
შვილები2
განათლებაბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი

რაშად ისმაილოვი (აზერ. Rəşad İsmayılov; დ. 7 ივნისი, 1974, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანელი დიპლომატი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარში.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაშად ისმაილოვი 1974 წლის 7 ივნისს ბაქოში, ინტელიგენტების ოჯახში დაიბადა. 1981-1991 წლებში სწავლობდა მ. რაჰიმის სახელობის ბაქოს მე-7 საჯარო სკოლაში, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა. 1996 წელს, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით დაასრულა. 2003 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის საფინანსო-საკრედიტო ფაკულტეტი. მოგვიანებით, მუშაობა გააგრძელა სხვადასხვა არასამთავრობო სააგენტოებსა და ორგანიზაციებში.[2]

2003–2005 იყო გაეროს აზერბაიჯანის წარმომადგენლობის „სიღარიბის დაძლევის განვითარების პროგრამის“ ხელმძღვანელი. ასევე იყო გაეროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დადებული ხელშეკრულებების მაკონტროლირებელი.

2015 წელს, ისმაილოვს მეორე ხარისხის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიოლომატიური წოდება მიენიჭა და აზერბაიჯანის ბათუმში არსებულ საკონსულოში გენერალური კონსულის თანამდებობაზე დაინიშნა. 2018 წლის 7 თებერვალს, ისმაილოვი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებით, დაინიშნა აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კატარში.[3]

დაქორწინებულია და ჰყავს ორი შვილი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Qətərə yeni səfir təyin edilən Rəşad İsmayılov kimdir. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-15. ციტირების თარიღი: 2018-08-21.
  2. Xaricdəki Elçilərimiz – Rəşad İsmayılov Azərbaycanı Batumidə necə təmsil edir. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-24. ციტირების თარიღი: 2018-08-21.
  3. პრეზიდენტის ბღზანება დანიშვნის შესახებ