რაფლეზიასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაფლეზიასებრნი
Rafflesia kerrii
Rafflesia kerrii
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  რაფლეზიასებრნი
ლათინური სახელი
Rafflesiaceae

რაფლეზიასებრნი (ლათ. Rafflesiaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. უქლოროფილო პარაზიტებია. სახლობენ ტროპიკული ხეების ფესვსა და ღეროზე. მათი ვეგეტატიური ორგანოები ძალზე რედუცირებული, ხშირად ძაფისებრის და ღრმადაა შეჭრილი მასპინძელი მცენარის ქსოვილში. გარეთ გამოაქვთ მხოლოდ მოკლე საყვავილე ყლორტები ქერცლისებრი ფოთლებითურთ.

ოჯახში გაერთიანებულია 9 გვარის 55-მდე სახეობა. უმთავრესად გავრცელებული არიან ტროპიკებში. ცნობილი გვარია რაფლეზია (Rafflesia). მისი ერთ-ერთი სახეობა — არნოლდის რაფლეზია (Rafflesia arnoldii) მეტწილად Cissus-ის გვარის სახეობებზე პარაზიტობს.

გვხვდება კუნძულ სუმატრაზე. მისი ყვავილის დიამეტრი 1 მ აღწევს, მასა 49-6 კგ. ლეშის სუნი აქვს. მწერებით იმტვერება. საქართველოში, ბიჭვინთის ფიჭვნარში, ამ ოჯახის მხოლოდ ერთადერთი სახეობა — ქვებლანდისა გვხვდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]