შინაარსზე გადასვლა

რაფინია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაფინია
რაფინია ბარსელონას ვარჯიშზე
2023 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რაფაელ დიას ბელოლი
დაბადების
თარიღი
14 დეკემბერი, 1996 (1996-12-14) (28 წლის)
დაბადების
ადგილი
პორტუ-ალეგრი, ბრაზილია
სიმაღლე 1,76 მ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბარსელონა
ნომერი 11
ახალგაზრდული კარიერა
2014–2016 „ავაი“ (ბრაზილია)
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2016–2018 ვიტორია გიმარაეში ბ 16 (5)
2016–2018 ვიტორია გიმარაეში 65 (19)
2018–2019 სპორტინგი 28 (6)
2019–2020 რენი 28 (6)
2020–2022 ლიდზ იუნაიტედი 65 (17)
2022– ბარსელონა 96 (29)
ეროვნული ნაკრები
2021– ბრაზილია 33 (11)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 4 მაისი, 2025

რაფაელ დიას ბელოლი (დ. 14 დეკემბერი 1996), იგივე რაფინია — ბრაზილიელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს თავდამსხმელის პოზიციაზე ლა ლიგის კლუბ ბარსელონასა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში.

რაფინამ კარიერა ბრაზილიურ კლუბ „ავაიში“ დაიწყო, 2016 წელს პორტუგალიურ „ვიტორია დე გიმარასში“ გადავიდა, რომელშიც მისი პროფესიონალური დებიუტი შედგა. 2018 წელს ის შეუერთდა პრიმეირა ლიგის კლუბ სპორტინგს, რომელთან ერთადაც, 2019 წელს მოიგო დუბლი: პორტუგალიის საფეხბურთო თასი და პორტუგალიის ლიგის თასი. რენში და ლიდს იუნაიტედში თამაშის შემდეგ, მან 2022 წელს კონტრაქტი გააფორმა ესპანურ კლუბ ბარსელონასთან.

რაფინიას ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებში არ უთამაშია. რაც შეეხება მთავარ ნაკრებს, მას დებიუტი ჰქონდა 2021 წელს და ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო 2022 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე და 2024 წლის კოპა ამერიკაზე.

რაფინია მრავალმხრივი ვინგერია, რომელიც გამოირჩევა ტექნიკურობით, სისწრაფით, მობილურობითა და დაცვაში კარგი მოქმედებით. ძირითადად მარჯვენა ფლანგზე მოქმედებს და მარცხენა ფეხის გამოყენებით ხშირად ცდილობს ცენტრისკენ შესვლას, რომელიც მას საშუალებას აძლევს საგოლე მომენტები შექმნას ან სახიფათო ზონებში ზუსტი გადაცემები განახორციელოს. მისი დრიბლინგი — ახლო კონტროლით, მყისიერი მიმართულების ცვლილებებითა და სიჩქარისა და შემოქმედებითობის შერწყმით — რაფინიას ერთი-ერთზე მყოფი მეტოქე მცველების მარტივად მოტყუების შესაძლებლობას აძლევს. იგი გამოირჩევა ზუსტი გადაცემებით, ხარისხიანი ჩაწოდებებით და კარგად აწვდის პასებს საჯარიმოში, რომელიც ხელს უწყობს მოწინააღმდეგის დაცვის გაშლას. დაცვით ასპექტში, რაფინია მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონტრპრესინგში — აქტიურად ბრუნდება უკან, ეხმარება მცველებს და მონაწილეობას იღებს მოწინააღმდეგის შეტევების ჩაშლაში.[1][2][3][4][5]

ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით „ბარსელონაში“, რაფინიას ტაქტიკური როლი ტრადიციული ვინგერიდან უფრო ცენტრალურ პოზიციაზე, მეორე ფორვარდად შეიცვალა. ამ გადაადგილებამ მას საშუალება მისცა, შედეგიანად გამოეყენებინა სივრცეები მოწინააღმდეგის დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზებს შორის, შეესრულებინა დიაგონალური გაჭრები საჯარიმოში ან გადაენაცვლა ცენტრისკენ.[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Raphinha Player Profile: Complete Overview (25 March 2024). ციტირების თარიღი: 22 December 2024
  2. Scout Report: Is Raphinha the Right Winger for Barcelona? (21 June 2022). ციტირების თარიღი: 22 December 2024
  3. Raphinha: Xavi Hernandez's Dream Winger (14 July 2022). ციტირების თარიღი: 22 December 2024
  4. Raphinha: Leeds' Brazilian Magician (29 December 2021). ციტირების თარიღი: 22 December 2024
  5. Raphinha 2021/22: Why Europe's Best Are Ready to Sign the Brazilian (5 February 2022). ციტირების თარიღი: 22 December 2024
  6. Raphinha is playing more like a second striker, and is making excellent runs (13 December 2024). ციტირების თარიღი: 22 December 2024