რაფიგ მეჰდიევი
რაფიგ მეჰდიევი | |
---|---|
დაიბადა | 10 ივნისი, 1933 |
დაბადების ადგილი | შაჰბუზი |
გარდაიცვალა | 28 ნოემბერი, 2009 (76 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო |
რაფიგ მაჰმუდ ოღლუ მეჰდიევი (აზერ. Rafiq Mahmud oğlu Mehdiyev; დ. 10 ივნისი, 1933, შაჰბუზი, ნახიჩევანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა - 28 ნოემბერი, 2009, ბაქო) — აზერბაიჯანის სახალხო მხატვარი (გრაფიკოსი).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რაფიგ მეჰდიევი დაიბადა 1933 წლის 10 ივნისს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის შაჰბუზის რაიონში. საშუალო განათლება ბაქოს 31-ე სკოლაში მიიღო. დაამთავრა ა.აზიმზადეს სახელობის ფერწერის კოლეჯი (1948-1953) და მოსკოვის სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის გრაფიკული განყოფილება (1953-1958).
მუშაობდა ა.აზიმზადეს სახელობის ფერწერის კოლეჯში მასწავლებლად (1962).
1980 წელს მიენიჭა დამსახურებული არტისტის წოდება.[1]
1988 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება, 1992 წელს მიენიჭა პროფესორისა და სახალხო არტისტის საპატიო წოდება.
2003 წელს მიენიჭა პრეზიდენტის სტიპენდია.
გარდაიცვალა 2009 წელს ბაქოში.