რაფა ჯორდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაფა ჯორდა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რაფელ ჯორდა რუის დე ასინი
დაბადების
თარიღი
1 იანვარი, 1984 (1984-01-01) (40 წლის)
დაბადების
ადგილი
სანტა-პერპეტუა-დე-მოგოდა, ესპანეთი
სიმაღლე 1.91 მ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
დინამო თბილისი
ნომერი -
ახალგაზრდული კარიერა
2001–2002 ვალენსია
2002–2003 ნუმანსია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003–2004 ნუმანსია B
2004–2008 ნუმანსია 47 (7)
2004პერალტა (იჯარით) 17 (8)
2006ბენიდორმი (იჯარით) 18 (9)
2004–2008 ალიკანტე 13 (3)
2009 ერკულესი 0 (0)
2010–2012 ლევანტე 36 (7)
2012-2013 გუიჯოუ ჟენჰე 55 (17)
2012-2014 სიენა 10 (2)
2014 დინამო თბილისი 0 (0)
ეროვნული ნაკრები
2010- კატალონია 1 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

რაფელ „რაფა“ ჯორდა რუის დე ასინი (ესპ. Rafael Jordà Ruiz de Asín; დ. 1 იანვარი, 1984, სანტა-პერპეტუა-დე-მოგოდა) — ესპანელი ფეხბურთელი, თბილისის „დინამოს“[1] თავდამსხმელი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „დამის“ ახალგაზრდულ გუნდში 2000-01 წლების სეზონში, შემდეგი სეზონი გაატარა „ვალენსიის“ ახალგაზრდულ გუნდში, ხოლო 2002-03 წლების სეზონი „ნუმანსიაში“.

პროფესიონალური კარიერა დაიწყო 2003-04 წლების სეზონში „ნუმანსია ბ“-ში, რომელიც ესპანეთის მეოთხე დივიზიონში გამოდიოდა. შემდეგ 2004-05 წლების სეზოში იჯარის წესით იმყოფებოდა მესამე დივიზიონის კლუბ „პერალტაში“. წარმატებული სეზონის შემდეგ დაბრუნდა „ნუმანსიაში“, რომელთან ერთადაც 3 მატჩი ჩაატარა პრიმერა დივიზიონში და განაგრძო მთავარ გუნდში თამაში. 2005-06 წლების სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას იჯარის წესით გადავიდა „ბენიდორმში“. 2008 წელს კარიერა „ნუმანსია“ დატოვა და კარიერა „ალიკანტეში“ განაგრძო.[2] 2008-09 წლების სეზონში ჩაატარა 13 მატჩი და შეძო 2 გოლის გატანა. შემდეგ წელს გადავიდა იგივე ქალაქის კლუბ „ერკულესში“,[3] მაგრამ ახალი კლუბის მაისურით არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

2010 წლის 27 იანვარს კონტრაქტი გააფორმა „ლევანტესთან“. მისი დებიუტი შედგა 30 იანვარს „ვილიარეალის“ მეორე გუნდის წინააღმდეგ, ჯორდა მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა და ბოლო წუთზე გამარჯვების გოლის გატანა შეძლო.[4]

2012 წლის თებერვალში ჩინეთის სუპერლიგის კლუბ „გუიჯოუ ჟენჰესთან“ გააფორმა 3 წლიანი კონტრაქტი.[5]

2014 წლის იანვარში შეუერთდა იტალიურ „სიენას“, სადაც 10 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო, 13 მატჩკი კი სათადარიგოთა შორის გაატარა. ამავე წლის ივნისიდან თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელია.[6]

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატალონიის ნაკრებში ჩატარებული აქვს ერთი მატჩი.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]