რაფაელ ჰუსეინოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაფაელ ჰუსეინოვი
დაბ. თარიღი 12 აგვისტო, 1955(1955-08-12) (68 წლის)
დაბ. ადგილი ქურდამირი
მოქალაქეობა  აზერბაიჯანი
საქმიანობა პოლიტიკოსი[1] , სცენარისტი, ლიტერატურათმცოდნე[2] და უნივერსიტეტის პროფესორი[2]
მუშაობის ადგილი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და აზერბაიჯანული ლიტერატურის მუზეუმი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები აზერბაიჯანის სსრ-ის ხელევონების დამსახურებული მოღვაწე
საიტი rafaelhuseynov.com

რაფაელ ბაბა-ოღლუ ჰუსეინოვი (აზერ. Rafael Babaoğlu Hüseynov; დ. 12 აგვისტო, 1955) — აზერბაიჯანელი ლიტერატურათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი, ტექსტოლოგი, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი, დეპუტატი, ნიზამი განჯევის სახელობის აზერბაიჯანული ლიტრატურის ეროვნული მუზეუმის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი (2014), პროფესორი, აზერბაიჯანის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (2005).[3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაფაელ ჰუსეინოვი დაიბადა ქალაქ ქურდამირში, იქვე დაამთავრა მე-12 საშუალო სკოლა (1971). განათლება აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე მიიღო „სპარსული ფილოლოგიის“ სპეციალობით (1971 – 1976).

შრომითი საქმიანობა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიისა და სამართლის ინსტიტუტში ისტორიის განყოფილებაში დანიშვნით დაიწყო (1976 – 1978). ეკავა უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობა ირანული ფილოლოგიის განყოფილებაში (1978 – 1982), უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობა შუა საუკუნეების აღმოსავლეთის წერილობითი წყაროების კვლევისა და პუბლიკაციის განყოფილებაში (1976 -1978).

1980 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

ხელმძღვანელობდა განყოფილებას ნიზამის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში. ამჟამად არის ნიზამი განჯევის სახელობის აზერბაიჯანული ლიტერატურის ეროვნული მუზეუმის დირექტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა 1957 წელს ქალაქ ქურდამირში, ადგილობრივ გაზეთ „ირელიში“ ლექსების პუბლიკაციით დაიწყო. მისი ლექსები პერიოდულად იბეჭდებოდა პრესის ფურცლებზე. არის ყოველკვირეულ გადაცემათა ციკლის - „სიმღერისადმი მიძღვნილი ცხოვრების“ და „საღამოს შეხვედრების“ ავტორი. ეს გადაცემები აზერბაიჯანის ეროვნულ მუზეუმსა და მის გამოჩენილ წარმომადგენლებს შეეხება.

არის პუბლიცისტური სტატიების „უხილავ თვალთა სინათლის“, „მთავარია ის, რომ თქვენ ხალხს უყვარხართ“, „განშორების მატარებელის“ და სხვათა ავტორი. რაფაელ ჰუსეინოვი არის 30-ზე მეტი ნაშრომის ავტორი ლიტერატურათმცდონეობაში. ამ ნაშრომთა უმეტესობა შუა საუკუნეების სპარსულ და თურქულენოვან პოეზიას შეეხება. 1992 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ბაბა ტაირ ურიანი და მისი პოეტური მემკვიდრეობა“. ჰუსეინოვმა შეადგინა კრებულები - „მაჰსეთი განჯევის რობაიები“, მემუარები რასულ რზასა და ნიჰიარ რაფიბეილის შესახებ - „ორი ცხოვრების ნათება“ (1987).

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა „სპარსულ ლიტერატურას“ (1987 – 1989), კონსერვატორიაში „კულტურის ისტორიას“ (1990 – 1991), ხაზარის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა „აზერბაიჯანული ფილოლოგიისა და აღმოსავლეთმცოდნებობის“ კათედრას (1995 – 1998).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. pace.coe.int
  2. 2.0 2.1 Czech National Authority Database
  3. AZƏRBAYCAN RESPUBLİKASI PREZİDENTİNİN SƏRƏNCAMI «Azərbaycan Yazıçılar Birliyi üzvlərinin təltif edilməsi haqqında». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-19. ციტირების თარიღი: 2022-02-20.