რაფაელ რიეგო ი ნუნიესი
| რაფაელ რიეგო ი ნუნიესი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 7 აპრილი, 1784[1] [2] |
| დაბადების ადგილი | Tuña |
| გარდაცვალების თარიღი | 7 ნოემბერი, 1823[3] [1] [4] [2] (39 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | მადრიდი |
| ჯარის სახეობა | ესპანეთის არმია |
| წოდება | გენერალი[5] |
| ბრძოლები/ომები | ნაპოლეონის ომები |
რაფაელ რიეგო ი ნუნიესი — (ესპ. Rafael de Riego y Núñez დ. 1784, ასტურია — გ. 1823, მადრიდი) — ესპანელი რევოლუციონერი. მონაწილეობდა ესპანეთის 1820-1823 წლების რევოლუციასა და ფრანგი ოკუპანტების წინააღმდეგ გამათავისუფლებელ ომში. 1820 წელს მისი ბატალიონის აჯანყება იქცა რევოლუციის დასაწყისად. გამოაცხადა 1812 წლის კონსტიტუციის აღდგენა, სცადა კადისის აღება, 1500-იანი არმიით დალაშქრა ანდალუსია. იყო ექსალტადოსის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. 1822 წლის 1 მარტს მადრიდის კორტესის პირველი პრეზიდენტი გახდა. 1822 წლის ივლისში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სამეფო გვარდიის აბსოლუტისტური აჯანყების ჩახშობაში. 1823 წლის აპრილში ფრანგი ინტერვენტების წინააღმდეგ ბრძლაში მისი რაზმები დამარცხდნენ, თავად ნუნიესი დააპატიმრეს აბოლუტისტებმა და სამეფო სასამართლოს განაჩენით დახვრიტეს მადრიდში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 388.
- რაფაელ რიეგო ი ნუნიესი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 Clemente E. F. Gran Enciclopedia Aragonesa — 1977.
- ↑ varios autores Diccionario biográfico español — Real Academia de la Historia, 2011.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #119409836 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.