შინაარსზე გადასვლა

რაფაელ რეიესი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაფაელ რეიესი
რაფაელ რეიესი
რეიესი 1913 წელს
კოლომბიის მე-7 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 აგვისტო, 1904  27 ივლისი, 1909
ვიცე-პრეზიდენტი  რამონ გონსალეს ვალენსია
წინამორბედიხოსე მანუელ მაროკინი
მემკვიდრერამონ გონსალესი

დაბადებული5 დეკემბერი, 1849
სანტა-როსა-დე-ვიტერბო, კოლომბია
გარდაცვლილი18 თებერვალი, 1921
ბოგოტა, კოლომბია
პოლიტიკური პარტიაკონსერვატიული პარტია
მამამბროსიო რეიეს მორენო
დედანტონია პრიეტოზ და სოლანო
მეუღლესოფია ანგულო
შვილები6
საქმიანობაპოლიტიკოსი

რაფაელ რეიეს პრიეტო (დ. 5 დეკემბერი, 1849 – გ. 18 თებერვალი, 1921) — კოლომბიელი პოლიტიკოსი, კოლომბიის მე-7 პრეზიდენტი (1904–1909).[1]

ბიოგრაფიული მონაცემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაფაელ რეიესი დაიბადა სანტა-როსა-დე-ვიტერბოში, ბოიაკაში, კოლომბიაში, 1849 წლის 5 დეკემბერს. იგი გარდაიცვალა ბოგოტაში 1921 წლის 18 თებერვალს. რაფაელ რეიესი იყო ამბროსიო რეიეს მორენოსა და ანტონია პრიეტოზ და სოლანოს შვილი. რაფაელი დაქორწინებული იყო სოფია ანგულოზე და ჰყავდა 6 შვილი.

სწავლის დამთავრების შემდეგ, 17 წლის ასაკში რეიესმა ოჯახის წევრებთან ერთად შექმნა საექსპორტო კომპანია სახელწოდებით „Hermanos Reyes“ , რომელიც ამაზონის ტროპიკული ტყეების[2][3] და იზოლირებული ჯუნგლებიდან ქინინს აგზავნიდა ევროპაში (ქინინი გამოიყენებოდა მალარიის სამკურნალოდ). „Hermanos Reyes“ იყო პირველი კომპანია, რომელმაც დააარსა ორთქმავლების მომსახურება მდინარე პუტუმაიოზე. კომპანიის კუთვნილებაში იყო ოთხი ორთქლმავალი „Tundama“, „Apihi“, „Larroque“ და „Colombia“, რომლებსაც გადაჰქონდათ კომპანიის პროდუქცია. რეიესის თქმით, მისმა კომპანიამ გამოიკვლია მდინარეები ნაპო, პუტუმაიო და კაკეტას, გააუქმა მონათა ვაჭრობა პუტუმაიოს მდინარეზე და იბრძოდა მონებით მოვაჭრეების წინააღმდეგ.[4] ბრაზილიის, პერუს, ეკვადორისა და კოლომბიის ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მრავალფეროვან და ხანგრძლივ ექსპედიციებში, დასახლებების ჩამოყალიბებასა და უცნობი მდინარეების აღმოჩენაში წარმატების შემდეგ, 1884 წელს საწარმომ დაიწყო გაკოტრება: რამდენიმე გემი ჩაიძირა, დაავადებებისა და პერსონალის მიგრაციის გამო სამუშაო ძალა შემცირდა .[5] „Hermanos Reyes“ ისტორია დასრულდა დრამატულად დასრულდა. რეიესის სამივე ძმა გარდაიცვალა. ელიას რეიესი გარდაიცვალა გულის დაავადებით, ენრიკე რეიესი ყვითელი ცხელებით დაავადდა, ხოლო ნესტორ რეიესი, უმცროსი ძმა, დაიღუპა ამაზონში საშინელ გარემოებებში. ჭორების თანახმად, რეიესი შეჭამეს ვიტოტოს ტომის კაციჭამიებმა.[6] ორთქლმავალი „Tundama“ ჩაიძირა ლა-სოფიასთან ახლოს. დანარჩენი გადარჩენილი გემები გაიყიდა.[7] მისი ძმის გარდაცვალებისა და ქინინის ფასების დაცემის შემდეგ, „Hermanos Reyes“ საწარმო დაიხურა.[8]

გენერალი რეიესი. 1886

1885 წელს, საწარმოს ჩაშლის შემდეგ, 35 წლის რეიესი ჩაირიცხა ჯარში 1884-1885 წლების სამოქალაქო ომში საბრძოლველად. მამაცობისა და სამხედრო ოსტატობის წყალობით, მალევე გენერალად დააწინაურეს. ომის მიწურულს, პრეზიდენტმა რაფაელ ნუნიესმა მას კოლომბიისგან პანამის დაბრუნების ძალისხმევის ხელმძღვანელობა დაავალა. თავდაპირველად, მისიას გენერალი მიგელ მონტოია მეთაურობდა, მაგრამ ფაქტობრივად მეთაური რეიესი იყო. ბუენავენტურიდან პანამაში საზღვაო ოპერაცია დაიწყო, რომლის დროსაც რეიესს კოროზიისგან დაზიანებული ძველი პონტონის შეკეთება მოუწია, რათა ჯარების ტრანსპორტირება შეძლებოდა. პანამაში ჩასვლისთანავე, რეიესმა აღადგინა სამოქალაქო და სამხედრო მმართველობა და რამდენიმე დღეში ამერიკელმა ჯარისკაცებმა დატოვეს ნახევარკუნძული. პანამელი მეამბოხე ასპურიას დანებების შემდეგ, რეიესი ხელმძღვანელობდა საომარი საბჭოს კრებას, რომლის შედეგადაც სიკვდილით დასაჯეს ჰაიტელი ანტუან პეტრიჩელი და იამაიკელი ჯორჯ დევისი, რომელიც ცნობილია როგორც „კოკობოლო“. ორივე მათგანი პანამის კოლონიაში გაჩენილი ხანძრის გამო დაისაჯა.[9] პედრო პრესტანი, რომელიც ასევე ბრალდებული იყო პანამის კოლონიაში ხანძრის გაჩენის გამო, 18 აგვისტოს ჩამოახრჩვეს. თუმცა, სრული პასუხისმგებლობა რეიესს დაეკისრა.

რადიკალური ლიბერალების დამარცხების და კონსერვატიული პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რომელიც ცდილობდა ახალი ცენტრალიზებული კონსტიტუციის მიღებას, 1863 წლის კონსტიტუცია გაუქმდა და პრეზიდენტ რაფაელ ნუნიესის ხელმძღვანელობით მიიღეს 1886 წლის კონსტიტუცია, რომელიც დარჩა ძალაში მომდევნო ასი წლის განმავლობაში. 1885 წლის 11 ნოემბერს შეიქმნა ეროვნული დამფუძნებელი კრება. რეიესმა ადგილი მოიპოვა ეროვნულ კრებაში, მაგრამ მისი მონაწილეობა „დიდი ქარტიის“ შემუშავებაში გარკვეულწილად წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მიგელ ანტონიო კარო მისი წინადადებების უმეტესობას ეწინააღმდეგებოდა.[10]

1887 წელს მთავრობამ რეიესს ევროპაში „კონფიდენციალური დავალება“ დააკისრა: კრედიტებისა და სესხების მიღება. დავალება ჩაიშალა, მაგრამ დაბრუნების შემდეგ ნუნიესმა ის განვითარების მინისტრად დანიშნა. 1888 წელს რაფაელი პირად ცხოვრებას დაუბრუნდა და ანდორაში, ტოკაიმის მახლობლად, რანჩო შეიძინა და დაკავდა სოფლის მეურნეობით. 1890 წელს რეიესი სენატორად აირჩიეს. 1892 წელს მან კოლომბიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად იყარა კენჭი, მაგრამ დამარცხდა. 1895 წელს რეიესი სამოქალაქო ომში იბრძოდა. მიუხედავად ხანგრძლივი დაპირისპირებისა, რომელიც დამფუძნებელი კრების დროიდან მოყოლებული არსებობდა, პრეზიდენტმა მიგელ ანტონიო კარომ რაფაელი მთავრობის მინისტრად დანიშნა. 1902 წლიდან რეიესი მექსიკაში ცხოვრობდა და 1904 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა.[11]

პრეზიდენტი რაფაელ რეიესი. 1910
კასა-დე-ნარინიო — აღმასრულებელი ხელისუფლების რეზიდენცია, ბოგოტა

1904 წლის არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ წარადგინა ორი კანდიდატი, რაფაელ რეიესი და ხოაკინ ველესი. არჩევნების შედეგები თანაბარი იყო. სასამართლომ გადაწყვეტილება რეიესის სასარგებლოდ მიიღო და 1904 წლის 7 აგვისტოს რაფაელი პრეზიდენტად გამოაცხადა. პრეზიდენტ რეიესის ადმინისტრაციის დევიზიები იყო: „მშვიდობა, ჰარმონია და შრომა“ და „ნაკლები პოლიტიკა და მეტი ადმინისტრაცია“. მისი პირველი რეგულაციები მშვიდობისა და წესრიგის აღდგენას ისახავდა მიზნად. ლიბერალების მიმართ შერიგების ნიშნად, მან მათ შესთავაზა თანამდებობების გაყოფა მის კაბინეტში. ის ფაქტი, რომ რეიესი სამოქალაქო ომის წლებში (1899–1902) ქვეყნიდან წასული იყო, მას ორივე მხარის თვალში დიდ სანდოობას სძენდა.[12]

რეიესი პოლიტიკოსზე მეტად პროფესიონალი ადმინისტრატორი და რეფორმატორი იყო. მან დააფინანსა კანონი უმცირესობათა სოციალური ჯგუფების უფლებების დასაცავად; დააარსა საზოგადოებრივი სამუშაოების სამინისტრო; დაასრულა ცენტრალური გზატკეცილი, ააშენა ელ-კაპიტოლიო (კონგრესის შენობა); მაღალკვალიფიციური ჩილელი ოფიცრების დახმარებით შექმნა თანამედროვე სამხედრო აკადემია; აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობები ვენესუელასთან; შემოიღო კანონმდებლობა ვალუტის სტაბილიზაციისთვის და 1905 წელს შექმნა ცენტრალური ბანკი.[13]

რეიესის ადმინისტრაციამ, ავერბერი-ჰოლგინის ხელშეკრულების წყალობით, შეძლო ქვეყნის საგარეო ვალის რესტრუქტურიზაცია. ამ ხელშეკრულების შედეგად, რეიესმა მიიღო მნიშვნელოვანი უცხოური დახმარება და მნიშვნელოვანი საერთაშორისო სესხები საზოგადოებრივი სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურის გეგმების დასაფინანსებლად.[14] მისი ადმინისტრაცია ხელს უწყობდა ტექსტილისა და შაქრის ინდუსტრიებს. მან გააფართოვა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ფუნქციონირება, ასევე ქაღალდის, მინის და ფოლადის წარმოება. რეიესმა ასევე წაახალისა და ხელი შეუწყო ბანანის, ყავის და ბამბის მოყვანას.[15]

პანამის კოლუმბიისგან გამოყოფის გამო, კოლუმბიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბული იყო. პრეზიდენტმა რეიესმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიზნით შერიგების ხელშეკრულების დადო. 1909 წლის 9 იანვარს, მისმა ადმინისტრაციამ სახელმწიფო მდივნის, ენრიკე კორტესის მეშვეობით ხელი მოაწერა ამ ხელშეკრულებას კოლუმბიას, პანამასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ნაწილობრივ, ხელშეკრულებაში შედიოდა დებულება, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები კოლუმბიას პანამის ტერიტორიის დაკარგვისთვის კომპენსაციისა და რესტიტუციის სახით მნიშვნელოვან ფულად სახსრებს გადაუხდიდა.[16]

მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ომის თავიდან ასაცილებლად, 1909 წლის 9 ივნისს, ფარულად გადასცა პრეზიდენტის თანამდებობა გენერალ ხორხე ოლგინს. მისი გადადგომა ოფიციალური გახდა 1909 წლის 27 ივლისს. რაფაელ რეიესი 1921 წლის 18 თებერვალს ბოგოტაში პნევმონიით გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Gobernantes Colombianos, Ignacio Arismendi Posada, Interprint Editors Ltd., Italgraf, Segunda Edición, Page 149, Bogotá, Colombia, 1983
  2. Hardenburg 1912, p. 94.
  3. Thomson 1913, p. 13.
  4. Thomson 1913, p. 13,15.
  5. Rafael Reyes - Enciclopedia | Banrepcultural.
  6. Caminos Reales de Colombia.
  7. Thomson 1913, p. 12.
  8. Caminos Reales de Colombia.
  9. Pedro Prestán (14 August 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 8, 2016.
  10. Gobernantes Colombianos, Ignacio Arismendi Posada, Interprint Editors Ltd., Italgraf, Segunda Edición, Page 147, Bogotá, Colombia, 1983
  11. Los últimos derechos de Colombia en el Canal de Panamá: El tratado Uribe Vargas-Ozores.
  12. Rafael Reyes (9 November 1998).
  13. La Red Cultural del Banco de la República.
  14. Presidencia de la republica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-20. ციტირების თარიღი: 2026-02-13
  15. La Red Cultural del Banco de la República.
  16. La Red Cultural del Banco de la República.