რაფაელ პერეირა და სილვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რაფაელი
Rafael Man Utd 2011.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რაფაელ პერეირა და სილვა[1]
დაბადების
თარიღი
9 ივლისი, 1990 (21 წლის)
დაბადების
ადგილი
პეტროპოლისი
რიო-დე-ჟანეირო
ბრაზილია
სიმაღლე 1.73[2]
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
2005–2008 ფლუმინენსე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2008–2015 მანჩესტერ იუნაიტედი 109 (5)
2008– ოლიმპიკი ლიონი 80 (5)
ეროვნული ნაკრები
2007 ბრაზილია 17 12 (0)
2012 ბრაზილია 23 7 (1)
2012- ბრაზილია 15 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 17 ნოემბერი, 2018
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 11 აგვისტო 2012

რაფაელ პერეირა და სილვა (დ. 9 ივლისი, 1990, პეტროპოლისი, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია) — ლიონის „ოლიმპიკის“ ბრაზილიელი ფეხბურთელი. თამაშობს მცველის და ნახევარმცველის პოზიციაზე. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც — რაფაელი ან რაფაელ და სილვა.

ჩვეულებრივ, ის თამაშობს უკანდახეული მარჯვენა მცველის პოზიციაზე, მაგრამ ასევე შეუძლია თამაში მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზეც. მას ჰყავს ტყუპისცალი ფაბიო, რომელიც საპირისპირო ფლანგზე თამაშობს.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაფაელი დაიბადა პეტროპოლისში, რომელიც ერთი საათის სავალზე მდებარეობს ქალაქ რიო-დე-ჟანეიროდან, რიო-დე-ჟანეიროს შტატში. ფეხბურთის თამაში დაიწყო ხუთი წლის ასაკში. კარიერა დაიწყო „ბოა-ესპერანსაში“, როგორც თავდამსხმელმა.[3] რაფაელი და ფაბიო იყვნენ 11 წლის, როცა ისინი გადავიდნენ „ფლუმინენსეში“.[4]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლუმინენსე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ფლუმინენსეში“ გადასვლისას, მწვრთელმა რაფაელი დააყენა მცველის პოზიციაზე.[3] 2005 წელს ჰონ-კონგში გამართულ ტურნირზე ის და მისი ძმა შეამნჩია „მანჩესტერის“ სკაუტმა, რომელმაც დაურეკა სერ ალექს ფერგიუსონს და ურჩია ტყუპების აყვანა გუნდში.[3] „მანჩესტერის“ მესვეურები დაუკავშირდნენ „ფლუმინენსეს“ და სთხოვეს ნებართვა, რათა ტყუპები წაეყვანათ მანჩესტერში. მცირე ხანში ტყუპებს დაუკავშირდა „არსენალის“ წარმომადგენლები და შესთავაზეს ტყუპებს ლონდონში ჩასვლა „ფლუმინენსეს“ ნებართვის გარეშე, მაგრამ მათმა დედამ უარი განაცხადა ამაზე, მისი თქმით, ტყუპები „ფლუმინენსეში“ თამაშობდნენ 11 წლის ასაკიდან და მათ უნდა გამოეხატათ ერთგულება კლუბის მიმართ.[5] კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს 2007 წელს და 2008 წელს ტყუპები გადაბარგდნენ „მანჩესტერში“ ისე, რომ არც ერთი მატჩი არ ჰქონდათ ნათამაშები „ფლუმინენსეს“ პირველ გუნდში.[6]

მანჩესტერ იუნაიტედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტყუპებმა გადაწყვიტეს ხელშეკრულების გაფორმება „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და შეთანხმებას მიაღწია ორმა კლუბმა 2007 წლის თებერვალში. 2008 წლის იანვარში ისინი გადავიდნენ „მანჩესტერში“, მაგრამ არ ჰქონდათ თამაშის უფლება 2008 წლის 18 ივლისამდე. რაფაელის დებიუტი კლუბის შემადგენლობაში შედგა ამხანაგურ მატჩში „პიტერბრო იუნაიტედთან“ 4 აგვისტოს, სადაც მისმა კლუბმა მოიგო 2-0.[7] შემდეგ რაფაელი შეიყვანეს მთავარი გუნდის 2008-09 წლების სეზონის განაცხადში და გადასცეს 21-ნომრიანი მაისური.[8] რაფაელის დებიუტი ჩემპიონატში შედგა 2008-09 წლების პრემიერლიგის სეზონში, შეცვალა ფრეიზერ კემპბელი „ნიუკასლ იუნაიტედთან“ ფრედ, 1-1 დასრულებულ საშინაო მატჩში, 17 აგვისტოს.[9]

ევროტასებზე რაფაელის დებიუტი შედგა „ოლბორგთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე 30 სექტემბერს, მისმა გუნდმა მოიგო 3-0.[10]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს რაფაელმა ითამაშა ბრაზილიის 17-წლამდელთა ნაკრებში, 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე. პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა, კარლუშ კეირუშმა შესთავაზა ტყუპებს პორტუგალიის ნაკრებში თამაში და პორტუგალიის მოქალაქეობის მიღება. რაფაელმა მოისურვა მიეღო კეირუშის წინადადება, როცა ფაბიო დარჩა ბრაზილიის მოქალაქედ.[4] 2010 წლის 26 ივლისს რაფაელი გამოიძახეს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ამხანაგური შეხვედრისთვის აშშ-ის ნაკრებთან 10 აგვისტოს გასამართი მატჩისთვის.[11]

კარიერის სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ლიგის თასი ევროთასები სხვა[nb 1] ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
მანჩესტერ იუნაიტედი 2008–09 16 1 2 0 5 0 4 0 1 0 28 1
2009–10 8 1 0 0 4 0 4 0 0 0 16 1
2010–11 16 0 3 0 2 0 7 0 0 0 28 0
2011–12 12 0 1 0 1 0 3 0 1 0 18 0
2012–13 28 3 4 0 1 0 7 0 37 3
ჯამში 80 5 10 0 13 0 25 0 2 0 127 5
ჯამში კარიერაში 54 3 6 0 12 0 18 0 2 0 92 3

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილია U17 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი (1): 2007

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Premier League clubs submit squad lists (PDF). PremierLeague.com. Premier League (2 February 2012). წაკითხვის თარიღი: 2 February 2012.
  2. Player Profile: Rafael da Silva. PremierLeague.com. Premier League. წაკითხვის თარიღი: 7 July 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 Taylor, Daniel. “Dazzling Da Silvas plan twin-pronged assault for United“, The Guardian, Guardian News and Media, 15 November 2008. წაკითხვის თარიღი: 7 December 2008. 
  4. 4.0 4.1 Manchester United's Rafael and Fabio Da Silva set sights on twin goals“, The Guardian, Guardian News and Media, 20 April 2009. წაკითხვის თარიღი: 22 July 2011. 
  5. McGarry, Ian. “Rafael: "Arsenal scout" wanted to tap me up“, Sun Online, News Group Newspapers, 18 March 2009. წაკითხვის თარიღი: 18 March 2009. 
  6. Stone, Simon. “Rafael gives Ferguson selection dilemma“, The Independent, Independent News and Media, 21 October 2008. წაკითხვის თარიღი: 7 December 2008. 
  7. Bostock, Adam. “Report: Peterbro' 0 United 2“, ManUtd.com, Manchester United, 4 August 2008. წაკითხვის თარიღი: 4 August 2008. 
  8. Bostock, Adam. “Report: Peterbro' 0 United 2“, ManUtd.com, Manchester United, 4 August 2008. წაკითხვის თარიღი: 4 August 2008. 
  9. Stevenson, Jonathan. “Man Utd 1–1 Newcastle“, BBC Sport, British Broadcasting Corporation, 17 August 2008. წაკითხვის თარიღი: 17 August 2008. 
  10. McNulty, Phil. “Aalborg 0–3 Man Utd“, BBC Sport, British Broadcasting Corporation, 30 September 2008. წაკითხვის თარიღი: 12 November 2008. 
  11. Brazil call up Rafael and Lucas for US friendly.“, BBC Sport, British Broadcasting Corporation, 26 July 2010. წაკითხვის თარიღი: 26 July 2010. 

შენიშვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Includes other competitive competitions, including the FA Community Shield, UEFA Super Cup, FIFA Club World Cup