რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო
იერსახე
რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო | |
დომინიკელთა რესპუბლიკის 39-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 აგვისტო, 1942 – 16 აგვისტო, 1952 | |
წინამორბედი | მანუელ დე ხესუს ტრონკოსო დე ლა კონჩა |
მემკვიდრე | ექტორ ტრუხილიო |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 აგვისტო, 1930 – 16 აგვისტო, 1938 | |
წინამორბედი | ორასიო ვასკესი |
მემკვიდრე | ხასინტო პეინადო |
დაბადებული | 24 ოქტომბერი, 1891 სან-კრისტობალი |
გარდაცვლილი | 30 მაისი, 1961 სიუდად-ტრუხილიო |
ხელმოწერა |
რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო (ესპ. Rafael Leónidas Trujillo Molina, 24 ოქტომბერი 1891—30 მაისი 1961) — დომინიკელთა რესპუბლიკის დიქტატორი (1930-1961 წწ.) გენერალი.
1918 წლიდან პოლიციაში მსახურობდა, 1925 წელს მისი უფროსი გახდა, ხოლო პოლიციის ეროვნულ არმიად გადაქცევის შემდეგ (1927 წ.) ბრიგადის გენერლის წოდება მიიღო და მთავარსარდალი გახდა. 1930 წელს ძალაუფლება ჩაიგდო ხელში და სამხედრო ტერორისტული რეჟიმი დაამყარა. 1930-1938 და 1942-1952 წწ. იყო პრეზიდენტი. ძალაუფლებას ინარჩუნებდა თავისი ძმის ექტორ ტრუხილიოს პრეზიდენტობის (1952-1960 წწ.) დროსაც.
მოკლეს შეთქმულებმა. დაკრძალულია პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 62.