რაფაელ ისრაელიანი
რაფაელ ისრაელიანი | |
---|---|
![]() | |
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 4 (17) სექტემბერი, 1908[1] |
დაბ. ადგილი | თბილისი[1] |
გარდ. თარიღი | 8 სექტემბერი, 1973[2] [1] (65 წლის) |
გარდ. ადგილი | ერევანი[1] |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი[1] და ლექტორი[1] |
ეროვნება | სომხები[1] |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის სამხატვრო აკადემია[1] და რეპინის ხელოვნების ინსტიტუტი[1] |
მნიშვნელოვანი პროექტები | სარდარაპატის მემორიალი, Q42895927?, უცნობი ჯარისკაცის საფლავი, სომხების გენოციდის მემორიალი, მეორე მსოფლიო ომის მემორიალი გორისში და მეორე მსოფლიო ომის მემორიალური წყარო სისიანში |
ჯილდოები | სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია, სომხეთის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია და სსრკ სახალხო არქიტექტორი[1] |
შვილ(ებ)ი | ვაჰაგნ ისრაელიანი და არეგ ისრაელიანი |
საიტი | rafaelisraelyan.com |
რაფაელ სერგეის (სარქისის) ძე ისრაელიანი (სომხ. Ռաֆայել Իսրայելյան; 4 (17) სექტემბერი, 1908, თბილისი — 8 სექტემბერი, 1973, ერევანი) — საბჭოთა არქიტექტორი, სსრკ სახალხო არქიტექტორი (1970). სწავლობდა ლენინგრადის სამხატვრო აკადემიაში (1929–1934). 1936 წლიდან მუშაობდა ერევანში, 1940 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ნამუშევრები: ტრესტ „არარატის“ ღვინის სარდაფები (1937- 63, I რიგი გ. ქოჩართან და სხვ. ერთად), გამარჯვების ძეგლის პოსტამენტი (1949; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1950), მონუმენტი „ვაჰაგნი“ (1965, მოქანდაკე ა. არუთინიანი) — ყველა ერევანში, მემორიალური კომპლექსი სარდარაპატთან ბრძოლის (19181) უკვდავსაყოფად ჰოქტემბერიანის რაიონში (1968) და სხვ.[3]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 1.9 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — 1974. — ტ. 4. — გვ. 419.
- ↑ Ikonnikov A. V. Israyelyan, Rafayel // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — ISBN 978-1-884446-05-4 — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T042544
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 238.