რაფაელ აგაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაფაელ აგაევი
აღმოსავლეთის პანტერა
კარატეს სამყაროს ბრილიანტი
აგაევი 2016 წელს
ნამდვილი
სახელი:
რაფაელ აგაევი
დაბ. თარიღი: 4 მარტი, 1985 (1985-03-04) (39 წლის)
დაბ. ადგილი: სუმგაითი
მოქალაქეობა: აზერბაიჯანელი
მეტსახელი: აღმოსავლეთის პანტერა
კარატეს სამყაროს ბრილიანტი
მასწავლებლები: რაჰმან ჰატამოვი
ოსტატობის
დონე:
შავი ქამარი,
წოდებები: მე-5 დანი
საიტი
aghayev-rafael.com

რაფაელ აგაევი (აზერ. Rafael Ağayev; დ. 4 მარტი, 1985, სუმგაითი, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანელი კარატისტი. იგი არის მსოფლიოს ხუთგზის, ხოლო ევროპის თორმეტგზის ჩემპიონი საკუთარ დისციპლინაში.[1][2]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წელს აგაევმა საშუალო სკოლა დაამთავრა. ამის შემდგომ იგი ჩაირიცხა აზერბაიჯანის სახელმწიფო ფიზიკური კულტურისა და სპორტის აკადემიაში (სპეციალობით ტრენერ-ინსტრუქტორი კარატეში). აკადემია 2007 წელს დაამთავრა. 2007-08 წლებში მსახურობდა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების აღჯაბადის რაიონში.[3]

აგაევის მამა საკუთარ 3 შვილს (რაფაელი და მისი ორი უფროსი ძმა) ბავშვობიდან სპორტის სიყვარულს ასწავლიდა და, ამრიგად, აგაევი ბავშვობიდან სპორტს მიჰყვებოდა. მისი უფროსი ძმა რუსლანი ძიუდოში ვარჯიშობდა, ხოლო მისი მეორე ძმა რუსტამი - კრივში[3]

7 წლის ასაკში აგაევი ფეხბურთში ჩაერთო და ამავე დროს დაიწყო კარატეში ვარჯიში მისი პირველი მწვრთნელის, რაფაელ მამედოვის მითითებით, რომელიც მის ვარჯიშს რამდენიმე წლის განმავლობაში აპირებდა. პირველ ეროვნულ შეჯიბრებაში მონაწილეობის შემდეგ აგაევი შეამჩნიეს და მიიწვიეს რესპუბლიკის ერთ-ერთი ცნობილი სპორტული კლუბში, „ბუდოკანში“ (კლუბს ფიზული მუსაევი ხელმძღვანელობდა).[3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპუბლიკაში პირველი ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, იაშარ ბაშიროვმა, აღნიშნა რომ მან აგაევში დიდი პოტენციალი და უჩვეულო ბრძოლის ტაქტიკა დაინახა. აგაევი განსაკუთრებით გულმოდგინე იყო და გამარჯვების დიდი სურვილი და ნება გააჩნდა, თუმცა აკლდა საერთაშორისო გამოცდილება. საერთაშორისო დონის შეჯიბრებებზე, მან პირველად მონაწილეობა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 1997 წელს მიქსოლკში (უნგრეთი) გამართულ ღია მსოფლიო თასზე მიიღო. სამწუხაროდ, მისი პირველი პერფორმანსები წარმატებული არ იყო, მაგრამ შემდეგ წელს მან ინგლისის ღია ჩემპიონობა მოიპოვა.[3]

მისი პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე კადეტებსა და ახალბედებს შორის, რომელიც 2001 წელს ჩატარდა ათენში (საბერძნეთი), გუნდურ ღონისძიებაში მან მესამე ადგილი მოიპოვა, შემდეგ წელს კი გახდა ევროპის ჩემპიონი. ამ წლიდან მოყოლებული დღემდე იგი ინარჩუნებს საკუთარ წონით კატეგორიაში პირველობას. იგი რეკორდსმენია შემდეგ კომპონენტში: ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული აქვს 2 ოქროს მედალი. ეს მოხდა 2008 წელს, ტოკიოში, მის მე-18 ჩემპიონატზე. მან 70 კგ კატეგორიაში ერთი მედალი მოიპოვა, ხოლო მეორეს მოპოვება ღია კატეგორიაში მოახერხა. კარატეს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა ანტონიო ესპინოსამ მას „კარატეს სამყაროს ბრილიანტი“ უწოდა.[3]

აგაევის კარიერაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა გუნდის უფროსი მწვრთნელი ჰიდაიატ შაბანოვი. 8 წლის განმავლობაში სწორედ იგი წვრთნიდა აგაევს და მასთან ერთად გამარჯვებებსაც იზიარებდა. საერთაშორისო ასპარეზზე გამორჩეული სპორტული მიღწევებისთვის აღაევმა არაერთხელ მიიღო ჯილდოები ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობიდან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროდან. იგი ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში შედიოდა ქვეყნის 10 საუკეთესო სპორტსმენში. ფედერაციის ოფიციალური სპონსორისგან, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკისგან აღაევს მიღებული აქვს ახალი ბინის გასაღები ქალაქის ერთ-ერთ ელიტარულ უბანში; აგრეთვე იგივე სპონსორისაგან აქვს ნაჩუქარი აუდი Q7.[3]

ამჟამად, რაფაელ აგაევი არის აზერბაიჯანის ნაკრების კაპიტანი. იგი კვლავ ვარჯიშობს ახალი მთავარი მწვრთნელის, რაჰმან ჰატამოვის ხელმძღვანელობით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]