შინაარსზე გადასვლა

რაფაელის ოთახები

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაფაელის ოთახები
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი მოქმედი
ისტორია
თარიღდება 1508-1520
რაფაელის ოთახები — იტალია
რაფაელის ოთახები
რაფაელის ოთახები ვიკისაწყობში

რაფაელის ოთახები (იტალ. Stanze di Raffaello) — მისაღები ოთახების კომპლექსი სამოციქულო სასახლეში, რომელიც ამჟამად ვატიკანის მუზეუმების ნაწილია, მდებარეობს ქალაქ ვატიკანში. თითოეული ოთახი ცნობილია ფრესკებით, რომლებიც შესრულებულია რაფაელისა და მისი მოწაფეების მიერ. მიქელანჯელოს სიქსტეს კაპელის ჭერის ფრესკებთან ერთად, ისინი წარმოადგენენ დიდებული ფრესკების სერიებს, რომლებიც მაღალ რომაულ რენესანსს სრულყოფილად გვიხატავს.

„სტანცა, როგორც ამ ოთახებს საზოგადოდ უწოდებენ, თავდაპირველად განკუთვნილი იყო პაპ იულიუს II-ის საცხოვრებელ კომპლექსად. მან 1508 ან 1509 წელს დაუკვეთა რაფაელს, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხელოვანს ურბინოდან, რომ სახელოსნოს ოთახების არსებული ინტერიერები სრულად გაენახლებინა. შესაძლოა იულიუსის განზრახვა იყო თავისი წინამორბედის (და მეტოქის) პაპ ალექსანდრე VI-ის დიდებული სახლის გადაფარვა და უფრო გრანდიოზული სასახლის შექმნა, რადგან „სტანცა მდებარეობს პირდაპირ ალექსანდრეს დიდი სასახლის წინ.

ფრესკები და ის ისტორიები, რომლებსაც ხელოვანები გვიხატავენ, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ პროგრესირდება, ვინაიდან ის მორგებულია სასახლეში შესული სტუმრის ხედვაზე.  თუმცა, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ არაა ის მიმართულება, რომლითაც კეტლები მოიხატა.  ოთახებში შედის “სალა დი კოსტანტინო“  ("კონსტანტინეს დარბაზი"), „სტანცა დი ელიოდორო“ ("ჰელიოდორეს ოთახი"), „სტანცა დელა სენიატურა“ ("სინიატურას ოთახი") და „სტანცა დელ'ინჩენდიო დელ ბორგო“ ("ბორგოს ხანძრის ოთახი").

იულიუსის გარდაცვალების შემდეგ, 1513 წელს,უკვე ორი ოთახი სრულად იყო მოხატული. პაპმა ლეო X-მ გააგრძელა მოხატვის დაფინანსება. რაფაელის გარდაცვალების შემდეგ, 1520 წელს, მისმა ასისტენტებმა, ჯანფრანჩესკო პენიმ, ჯულიო რომანომ და რაფაელინო დელ კოლემ დაასრულეს პროექტი „სალა დი კოსტანტინოს“ ფრესკებით. ამ დროს პაპი უკვე კლემენტ VII იყო.

სააღმსარებლო ოთახი ჰელიოდორეს ოთახი "ხანძრის" ოთახი კონსტანტინეს დარბაზი
მთლიანი ხედი (I)
მთლიანი ხედი (II)
აღმოსავლეთის კედელი
სამხრეთის კედელი
დასავლეთის კედელიი
ჩრდილოეთის კედელი
ჭერი

კონსტანტინეს დარბაზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თორმეტი ოთახიდან უდიდესია „სალა დი კოსტანტინო„ ("კონსტანტინეს დარბაზი"). მისი მოხატვა არ დაწყებულა პაპ იულიუსის და თვით რაფაელის გარდაცვალებამდეც კი. ოთახი ეძღვნება ქრისტიანობის გამარჯვებას წარმართობაზე. მისი ფრესკები წარმოადგენს ბრძოლას რომის იმპერატორ კონსტანტინეს ცხოვრებიდან და არის ჯულიო რომანოს, ჯანფრანჩესკო პენისა და რაფაელინო დელ კოლეს ერთობლივი ნამუშევარი. რადგან ისინი თავად ოსტატის, რაფაელის მიერ არ არის შესრულებული, ფრესკები ნაკლებად ცნობილია, ვიდრე მეზობელ ოთახებში არსებული ნამუშევრები. თანამდებობის პირებისადმი ხოტბის შესხმის ტრადიციის გაგრძელების მიზნით, რაფაელის ასისტენტებმა და მოწაფეებმა ფრესკებში პაპ სილვესტერს მაშინდელი პაპის, კლემენტ VII-ის ნაკვთები მიანიჭეს.[1]

ჯვრის ხილვა და კონსტანტინეს ნათლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრესკა ჯვრის ხილვა ასახავს ლეგენდარულ ამბავს ჯვრის გამოცხადების შესახებ კონსტანტინესთვის, როდესაც ის მიემართებოდა თავისი მეტოქე მაქსენციუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. ცაში გამოსახულ ხილვას ბერძნულად აწერია  სიტყვები: "Εν τούτω νίκα" ("ამით გაიმარჯვე", უფრო ცნობილი როგორც ლათინური „In hoc signo vinces“)

კონსტანტინეს ნათლობა, სავარაუდოდ დახატული ჯანფრანჩესკო პენის მიერ, აჩვენებს იმპერატორის ნათლობას პაპ სილვესტერ I-ის მიერ, რომის ლატერანის საბაპტისტერიოში. კონსტანტინეს ნათლობაში, პაპ სილვესტრ I-ს აქვს პაპ კლემენტ VII-ის (15231534) ფიზიკური ნაკვთები, რადგან დააფინანსა რაფაელის ოთახების დასრულება.

სტანცა დი ელიოდორო ("ჰელიოდორეს ოთახი") დახატული 1511 და 1514 წლებს შორის. ამ პირადი ოთახის - სავარაუდოდ აუდიენციის ოთახის - თემა იყო ზეციური მფარველობა, რომელიც ქრისტემ მიანიჭა ეკლესიას[2][3] . აქ ოთხი ფრესკაა: ჰელიოდორეს განდევნა ტაძრიდან, მესა ბოლსენაში, პაპ ლეო I-ის და ატილას შეხვედრა და წმინდა პეტრეს განთავისუფლება საპყრობილიდან. ამ ფრესკებიდან პირველ ორში რაფაელი ხოტბას ასხამს თავის მფარველს, პაპ იულიუს II-ს.[4] მესამე ფრესკა დახატულია იულიუსის გარდაცვალების შემდეგ, და მასზე გამოსახულია მისი მემკვიდრის, ლეო X-ის პორტრეტიც.[5]

რაფაელის სტილი ჰელიოდორეს ოთახში შეიცვალა სტანცა დელა სენიატურასთან შედარებით. პაპის ბიბლიოთეკისათვის დამახასიათებელი სტატიკური, ერთ წერტილში გაყინული გამოსახულებების ნაცვლად, მას ჰქონდა დრამატული ნარატივები და მთავარი მიზანი იყო ფრესკებში დინამიკის, მოძრაობის მაქსიმიზება. რაფაელმა აქ წარმოგვიდგინა სხვა ფრესკებთან შედარებით ნაკლები, თუმცა უფრო დიდი ფიგურები, რათა მათ ქმედებებსა და ემოციებს პირდაპირი ზეგავლენა ჰქონოდათ მაყურებლებზე. მან ასევე გამოიყენა თეატრალური განათების ეფექტები გარკვეული ფიგურების გამოსაკვეთად და დაძაბულობის გასაძლიერებლად.

წყაროები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Raphael | Stanze in the Palazzi Pontifici, Vatican | Podere Santa Pia, Holiday house in the south of Tuscany. ციტირების თარიღი: 2021-04-17
  2. Roger Jones and Nicholas Penny, Raphael, New Haven, 1983, 113; Ingrid D. Rowland, "The Vatican Stanze," in The Cambridge Companion to Raphael, ed. Marcia B. Hall, Cambridge, 2005, 111.
  3. Raphael, Marcia B. Hall (ed.), The Cambridge Companion to Raphael, Cambridge University Press, 2005, p. 195.
  4. Jones & Penny, 118; Rowland,112–113.
  5. Jones and Penny, 117; John Pope-Hennessy, Raphael, London, 1970, 112; Rowland, 113.