რატომ კლავენ ქალები (სერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
რატომ კლავენ ქალები
Lucy Liu @ USAID Human Trafficking Symposium 01 (cropped).jpg
ლუსი ლიუ
ჟანრი
მონაწილეობენ
ქვეყანა შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
სეზონი 1
ეპიზოდი 10
რესურსები ინტერნეტში
საიტი


რატომ კლავენ ქალები (ინგლ. Why Women Kill) - ამერიკული შავი კომედიურ-დრამატული სატელევიზიო სერიალი, რომელიც შექმნა მარკ ჩერიმ CBS All Access-[1] ისთვის. სერიალი ასახავს სხვადასხვა დროს მომხდარ მოვლენებს, რაც ხდება მას შემდეგ, რაც სამი დაქორწინებული ქალის ქმრები მრუშობენ (ღალატობენ მეუღლეებს). მისი პრემიერა შედგა 2019 წლის 15 აგვისტოს და მისი პირველი სეზონი შედგებოდა 10 ეპიზოდისგან. პირველი სეზონის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, სერიალის მეორე სეზონი დამტკიცდა.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალში მოთხრობილია სხვადასხვა ათწლეულში მცხოვრებ სამ ქალზე, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან, რადგან ყველანი პასადენაში ცხოვრობდნენ და მეუღლემ უღალატათ. ბეტ ენ სტენტონი დიასახლისია რომელიც 1963 წელში ცხოვრობს, მის ოჯახში ყველაფერი კარგადაა სანამ შეიტყობს ქმრის რობის ღალატის შესახებ. 1984 წელს მცხოვრები სიმონ გროუვი აღმოაჩენს თავისი მესამე მეუღლეს კარლის ჰომოსექსუალობას. 2019 წელს, ადვოკატი ტეილორ ჰარდინგის ისტორია იწყება იქედან რომ მან და მისმა მეუღლემ ელიმ სახლში დროებით შეიფარეს ჯეიდი. ტეილორს და ელის ღია ქორწინება აქვთ, ტეილორი ჰომოსექსუალია და ჯეიდი მოსწონს, ჯეიდი კი დროებით ჰყავთ სახლში რადგან ყოფილი შეყვარებული დასდევს.

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯინიფერ გუდვინი, როგორც ბეთ ენ სტენტონი, რობის მორჩილი ცოლი.
  • სემ ჯეიგერი რობ სტენტონის როლში, კოსმოსური ინჟინერი, ცოლად ბეთ ანზე.
  • სადი კალვანო როგორც აპრილი უორნერი, მიმტანი, რომელსაც რობთან ჰქონდა რომანი.

1984[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლუსი ლიუ, როგორც სიმონ გროუ, ორჯერ განქორწინებული სოციალისტი, დაქორწინებული კარლზე.
  • ჯეკ დევენპორტი როგორც კარლ გროუვი, სიმონის მესამე ქმარი

2019[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 24 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ CBS All Access– მა დაამტკიცა სერიალი. სერიალი შეიქმნა მარკ ჩერის მიერ, რომელიც ასევე აპირებდა აღმასრულებელ პროდიუსერობას ბრაიან გრეიზერის, ფრენსის კალფოს, მაიკლ ჰანელისა და მინდი შულთეისის გვერდით. ჩერიმ 2019 წლის სატელევიზიო კრიტიკოსთა ასოციაციაზე თქვა, რომ სერიალის ბოლოს "სამი ადამიანი დაიღუპება, და ყველა მათგანი ქალის მიერ იქნება მოკლული."

2019 წლის 16 ოქტომბერს, პირველი სეზონის ფინალის წინა დღეს, ცნობილი გახდა, რომ სერიალს დაუმტკიცდა მეორე სეზონი, რომელშიც იქნება ახალი პერსონაჟები. პირველი სეზონი 2019 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ჯენიფერ გუდვინი და ლუსი ლიუ მონაწილეობდნენ მთავარ როლებში. 2019 წლის 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რიდ სკოტი შეუერთდა მსახიობებს. 2019 წლის 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ სემ ჯეიგერი შეუერთდა მსახიობებს. 2019 წლის 7 მარტს ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრა დადდარიო შეუერთდა მსახიობებს. 2019 წლის 11 მარტს კირბი ჰოუელ-ბატისტი შეუერთდა მსახიობთა სიას. 2019 წლის 19 მარტს სადი კალვანო შეუერთდა მსახიობებს.

2020 წლის ოქტომბერში, ალისონ ტოლმeნი , ნიკ ფროსტი , ლანა პარილა , ჯორდან კრისტი, მეთიუ დადდარიო და ვერონიკა ფალკონი დაამტკიცეს მეორე სეზინში.  2020 წლის ნოემბერში ვირჯინია უილიამსი , ჯესიკა ფილიპსი, ეილინ გალინდო, სინტია ქვილეზი და კერი ო'მალეი დაამტკიცეს მეორე სეზონის განმეორებად როლებში.

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Rotten Tomatoes– ზე, სერიალს აქვს 67%[2] რეიტინგი 27 მიმოხილვის საფუძველზე, საშუალო ნიშანი 7.6 / 10. Metacritic– ზე მას აქვს შეწონილი. 100 ქულიდან 62[3], 15 კრიტიკოსის საფუძველზე.

IMDb-ზე[4] სერიალს აქვს 8.3 / 10-დან.

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერია სახელი რეჟისორი გაშვების თარიღი
1 "Murder Means Never Having to Say You're Sorry" მარკ ვები აგვისტო15, 2019
2 "I'd Like to Kill Ya, But I Just Washed My Hair" მარკ ვები აგვისტო 22, 2019
3 "I Killed Everyone He Did, But Backwards and in High Heels" დევიდ გროსმენი აგვისტო 29, 2019
4 "You Had Me at Homicide" ვალერი ვაისი სექტემბერი 5, 2019
5 "There's No Crying in Murder" დევიდ გროსმენი სექტემბერი 12, 2019
6 "Practically Lethal in Every Way" დევიდ უორენი სექტემბერი 19, 2019
7 "I Found Out What the Secret to Murder Is: Friends. Best Friends." ელისაბეტ ალენ როსენბაუმი სექტემბერი 26, 2019
8 "Marriages Don't Break Up on Account of Murder – It's Just a Symptom That Something Else Is Wrong" ლუსი ლიუ ოქტომბერი 3, 2019
9 "I Was Just Wondering What Makes Dames Like You So Deadly" დოუნ ვილკინსონი ოქტომბერი 10, 2019
10 "Kill Me as if It Were the Last Time" დევიდ უორენი ოქტომბერი 17, 2019

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Why Women Kill. www.cbs.com. (27 დეკემბერი, 2020)
  2. WHY WOMEN KILL: SEASON 1. www.rottentomatoes.com. (27 დეკემბერი, 2020)
  3. Why Women Kill: Season 1. www.metacritic.com. (27 დეკემბერი, 2020)
  4. Why Women Kill . www.imdb.com. (27 დეკემბერი, 2020)