რატი თორდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რატი თორდია (დ. 25 დეკემბერი, 1966, თბილისი) — ქართველი მხატვარ-ფერმწერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რატი თორდია დაიბადა 1966 წლის 25 დეკემბერს თბილისში. მხატვარი-ფერმწერი.

მშობლები: საქართველოს დამსახურებული მხატვრები რადიშ თორდია (დ. 1936) და ნანა მესხიძე (1936-1997).

1972-1982 წ.წ. სწავლობდა თბილისის №1 ექსპერიმენტულ სკოლაში.

1982-1985 წ.წ. სწავლობდა საღამოს სკოლაში, პარალელურად მუშაობდა კინოსტუდია ”ქართულ ფილმში” მებუტაფორე-დეკორატორად.

1985 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრი აკადემიაში დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე, სადაც მისი პედაგოგი იყო სერგო კაშხიანი. ამავე წელს გაიწვიეს ჯარში, სადაც მონაწილეობა აქვს მიღებული ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აგებული მონუმენტური კომპლექსის მშენებლობაში.

1990 წელს დაზგური გრაფიკის ფაკულტეტიდან გადადის ფერწერის ფაკულტეტზე, სადაც მისი პედაგოგები არიან გოგი თოთიბაძე და დიმიტრი ხახუტაშვილი.

1993 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია ფერწერის განხრით.

1995-1998 წ.წ. სწავლობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიაში მუსმცოდნეობა-საკომპოზიტორო ფაკულტეტზე, სადაც მისი პედაგოგი იყო გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე. სწავლების პერიოდში მას დაწერილი აქვს რამდენიმე პიესა როგორც სიმებიანი კვარტეტისათვის, ასევე ფორტეპიანოს, ფლეიტისა და გიტარისთვის, თუმცა აკადემიისგან განსხვავებით კონსერვატორიაში სწავლა მესამე კურსიდან საკუთარი ნებით შეწყვიტა.

1998 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.

ჰყავს ოჯახი: მეუღლე - ირმა ხელაშვილი (დ. 1976), შვილები: თეკლა (დ. 2001), სიდონია (დ. 2005) და ნიკოლოზი (დ. 2010)

რჩეული ფერწერული ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ”ნატურმორტი ლიმნით” (1989)
  • ”დაბადება” (1993)
  • ”მიმინოები” (1993)
  • ”გოლგოთა” (1998)
  • ”ფილოსოფოსი” (2008)

გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1987 - საბჭოთა კოსმონავტიკის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა თბილისში.
  • 1990 - გამოფენა პალანგაში, ლიტვა.
  • 1998 - ”მოგონება”, გალერეა ”ჰობი”, თბილისი.
  • 2009 - დედის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, გალერეა ”ჰობი”, თბილისი.