შინაარსზე გადასვლა

რასტკო პეტროვიჩი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რასტკო პეტროვიჩი
Растко Петровић
დაბადების თარიღი 3 მარტი, 1898
დაბადების ადგილი ბელგრადი, სერბეთი
გარდაცვალების თარიღი 15 აგვისტო, 1949
გარდაცვალების ადგილი ვაშინგტონი, აშშ
დასაფლავებულია ბელგრადის ახალი სასაფლაო
საქმიანობა მწერალი, კრიტიკოსი, მხატვარი, დიპლომატი
ენა სერბული ენა
ეროვნება სერბი
მოქალაქეობა სერბეთი
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი
ხელმოწერა

რასტკო პეტროვიჩი (სერბ.  Растко Петровић, დ. 3 მარტი, 1898, ბელგრადი, სერბეთი — გ. 15 აგვისტო, 1949[1] , ვაშინგტონი, აშშ) — სერბი მწერალი, კრიტიკოსი, მხატვარი და დიპლომატი.[2][3] იგი მუშაობდა სახვითი და ლიტერატურული კრიტიკის სფეროში. მრავალი მოგზაურობიდან დატოვა მოგზაურობის აღწერილობები.[4]

რასტკო პეტროვიჩი დაიბადა როგორც მე-9 შვილი მამა დიმიტრიეს, ისტორიკოსის, და დედა მილევას, მასწავლებლის.[5] რასტკო იყო უმცროსი ძმა ნადეჟდეს, ცნობილი სახვითი ხელოვნების ოსტატისა და მილიცეს, პოეტესისა. 5 ივნისს მოინათლა ბელგრადში წმინდა მარკოზის ტაძარში. მისი ნათლია იყო ნოვოსადელი მწერალი იაშა ტომიჩი.[6] რასტკოს ოჯახი იყო ძალიან პატივცემული ბელგრადში. მწერლის სახლი დაინგრა ბელგრადის ბომბარდირებისას 1941 წლის 6 აპრილს. რასტკო ბავშვობაშივე რჩება დედის გარეშე და მასზე ზრუნვას იღებენ დები. 1905-დან 1914 წლამდე პერიოდში დადიოდა ძირითად სკოლაში და ჩაირიცხა გიმნაზიის დაბალ კლასებში.[7] ბალკანეთის ომების კულმინაციაზე 1912 წელს წყვეტს გიმნაზიურ განათლებას ბელგრადში. როგორც არადამთავრებული გიმნაზიელი მიდის ფრონტზე, გადის ალბანეთს და მიემგზავრება საფრანგეთში, სადაც ასრულებს გიმნაზიას. ნიცაში დაამთავრა, ხოლო როგორც ფრანგული მთავრობის სტიპენდიანტი ჩაირიცხა უნივერსიტეტში პარიზში.[8] პარიზში ეცნობა მრავალ პოეტს და მხატვარს. წერს ლექსებს, მოთხრობებს და მხატვრული გამოფენების მიმოხილვებს და აქვეყნებს მშობლიურ ქვეყანაში. მისი ჟურნალისტური მოგზაურობის რეპორტაჟები, რეალიზებული ორ მსოფლიო ომს შორის, შეიცავს ესთეტიკურ ინტენციებს ჟანრში. 1921 წელს აქვეყნებს უნიკალურ იუმორისტულ რომანს ძველი სლავების ცხოვრებიდან „ბურლესკა გოსპოდინ პერუნა ბოგა გრომა“ (ბატონი პერუნ-ქუხილის ღმერთის ბურლესკა). 1922 წლის ბოლოს აქვეყნებს ლექსების კრებულს „ოტკროვენიე“ (გამოცხადება). მთელი ამ წლის განმავლობაში აქტიურად მოღვაწეობს ბელგრადში მრავალ მწერალთან ერთად, როგორებიც არიან მილან დედინაცი, მარკო რისტიჩი, ტინ უიევიჩი და სხვები. მათი მოღვაწეობა გამოიწვევს სიურრეალიზმის გამოჩენას ჩვენთან. მას შემდეგ რაც დასაქმდა როგორც ჩინოვნიკი საგარეო საქმეთა სამინისტროში, 1923 წლის ბოლოს, მიღებულ იქნა პრაქტიკანტად.[9] დგება პერიოდი რასტკოს ცხოვრებაში როცა სულ ნაკლებს წერს პოეზიას და სულ ნაკლებს აქვეყნებს. 1926 წლის ოქტომბერში დაინიშნა მდივნად საგარეო საქმეთა სამინისტროში ვატიკანთან არსეულ მისიაში მილან რაკიჩთან. რაკიჩი მას აძლევს საშუალებას იმოგზაუროს იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და თურქეთში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აფრიკაში. ამიტომ, 1930 წელს, პეტროვიჩი გამოაქვეყნებს შესანიშნავ მოგზაურობის აღწერას იგივე სახელწოდებით „აფრიკა“. შემდეგ, 1935 წელს, რასტკო პეტროვიჩი ინიშნება ვიცე-კონსულად მეექვსე რანგის ჯგუფის გენერალური კონსულატისა ჩიკაგოში. მომდევნო წელს მუშაობს ვაშინგტონში როგორც მისიის მდივანი. მოგზაურობს აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, კუბაში. 1938 წელს წინ აუსწრა კონსულის მეხუთე ჯგუფის რანგში ჩიკაგოში.

რასტკო და ნადეჟდა პეტროვიჩების საფლავი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომი გაატარა აშშ-ში. წერს ლექსებს კრებულისთვის „პონოჩნი დელიია“ (შუაღამის მეომარი). ავადმყოფობდა. 51 წლის ასაკში, 1949 წლის 15 აგვისტოს მოულოდნელად გარდაიცვალა ვაშინგტონში. დასაფლავდა სენოვიტ პოტოკში არსეულ სასაფლაოზე ვაშინგტონში. რასტკო პეტროვიჩის ნეშთი ბელგრადში გადმოიტანეს მხოლოდ 1986 წლის ივნისში და დაკრძალეს ოჯახურ საფლავში ახალ სასაფლაოზე.

რასტკო პეტროვიჩმა ღრმა კვალი დატოვა სერბულ კულტურაში როგორც სახვით კრიტიკოსმა. აქტიურად მუშაობდა სახვითი კრიტიკის სფეროში 1921 წლიდან, როცა თანამშრომლობდა მრავალ გაზეთთან, ჯერ ზაგრებში, შემდეგ კი ბელგრადში. ის არის ხელოვნების „სინთეზური კრიტიკის“ მთავარი ინიციატორი, რომელსაც აქვეყნებდა „ზენითში“, „რადიკალში“, „კრიტიკაში“, „სავრემენიკში“, „მისლში“, „რასკრსნიცაში“, „ვრემენში“. 1931-დან 1935 წლამდე რეგულარული კრიტიკოსი იყო „პოლიტიკისა“, როცა წერდა ინიციალებით Н. Ј. - Н(ისამ) Ј(ა) [არ ვარ მე] და ამ პერიოდში გამოაქვეყნა თითქმის ოთხმოცი სტატია. პროგრესულად იცავდა სახვითი ხელოვნების ავტონომიასა და მხატვრული ენის დამოუკიდებლობას, თვლიდა რომ სურათი არის „კოსმოსი თავისთავისთვის“ თავისი შინაგანი კანონებით, „გადატანა რომელიც მოხდა იმ წესების ზემოთ რომლებითაც ცხოვრობს ჩვენი მზის სისტემა“ („სავრემენიკი“, III, 1921). აქვეყნებდა იშვიათად, მესამე და მეოთხე ათწლეულის დასაწყისში, და მხოლოდ მაშინ, როცა ჰქონდა რაღაც ახალი რაც უნდა ეთქვა. კარგად განათლებული ფრანგული თეორიისა და ხელოვნების ესთეტიკის ტრადიციაზე, თანდაყოლილი სენსიბილურობით გახდა პიონერი და თანამედროვე სახვითი კრიტიკის პროტაგონისტი სერბეთში. ძლიერად მოქმედებდა ჩვენს თანამედროვე ხელოვნებაზე, რადგან მისი კრიტიკული განსჯა ხელოვანებს შორის იყო მიმართულებისმიმცემი და პატივცემული. ასევე პირველმა მხარი დაუჭირა ახალ ტენდენციებს სერბულ მხატვრობაში - „კონსტრუქტივიზმს“ და „ახალ რეალიზმს“. განიხილავდა სერბულ ხელოვნებას თავისი დროის აქტუალური ევროპული ტენდენციების კონტექსტში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. (1984) Југословенски књижевни лексикон, 2., Нови Сад: Матица српска, გვ. 626. 
  2. Лазар Трифуновић, Српска ликовна критика, Српска књижевна задруга, Београд, 1967
  3. Владимир Розић, Ликовна критика у Београду између два рата 1918-1941, Југославија, Београд, 1983
  4. Растко Петровић, Есеји, критике, едиција Српски критичари, 5, приредила Радмила Матић-Панић, Музеј савремене уметности.
  5. Растко Петровић, Избор, I, 1919-1924, Српска књижевност у сто књига, књ. 68, Матица српска, Нови Сад, Српска књижевна задруга, Београд, 1958
  6. Растко Петровић, Избор, II, 1924-1935, Српска књижевност у сто књига, књ. 69, Матица српска, Нови Сад, Српска књижевна задруга, Београд, 1962
  7. Дувњак Радић, Жаклина (2018). Естетика новинарске путописне репортаже у међуратној српској књижевности. Нови Сад: Филозофски факултет, Универзитет у Новом Саду, გვ. 8. 
  8. Богуновић, Слободан-Гиша (2019). Људи Политике - лексикон сарадника, 1904-1941.. Београд: Београд, გვ. 415. ISBN 978-86-7607-148-7. 
  9. ::::Растко Петровић - електронска библиотека::::. ციტირების თარიღი: 2023-01-28