რასიმ ბალაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რასიმ ბალაევი
Расим Балаев.jpg
მშობ. სახელი Rasim Balayev
დაბ. სახელი Rasim Əhməd oğlu Balayev
დაბ. თარიღი 8 აგვისტო, 1948 (1948-08-08) (70 წლის)
აღსუ, აზერბაიჯანის სსრ–ის დროშა აზერბაიჯანის სსრ (დღეს აზერბაიჯანი)
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
განათლება აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1970-დან დღემდე
წოდება სახალხო არტისტი
შვილ(ებ)ი 2
ჯილდოები დიდების ორდენი საპატიო ნიშნის ორდენი
აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია

რასიმ ბალაევი (აზერ. Rasim Əhməd oğlu Balayev; ქართ. რასიმ აჰმედის ძე ბალაევი; დ. 8 აგვისტო, 1948, აღსუ, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანელი მსახიობი, აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (1982), ღირსების ორდენის ლაურიატი (1998), პრეზიდენტის დანიშნულების პენსიონერი,[1] აზერბაიჯანის კინემატოგრაფთა კავშირის ყოფილი მდივანი (1990-2013), დუბლირების მსახიობი და მხატვრული ხელმძღვანელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი, სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის ლაურიატი რასიმ აჰმედის ძე ბალაევი 1948 წლის 8 აგვისტოს, აზერბაიჯანის აღსუს რაიონში დაიბადა. 1965 წელს დაასრულა აღსუს საშუალო სკოლა. 1969 წელს დაასრულა აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი. პირველად კინოში ბაქოს კინოსტუდიის მიერ გადაღებულ ფილმში „ვარსკვლავები არ ქრებიან“, მცირე როლით გამოჩნდა. მისი როლებით ფილმებში „ნასიმი“,[2] „ბაბექი“ და „დედე გორგუთი“, იგი მაყურებლების სიყვარული დაიმსახურა.[3] მუშაობდა „აზერბაიჯანფილმის“ ბალანსზე არსებულ კინოსტუდიებსა და თეატრებში.[4] დიდი როლების გარდა, ბალაევს მცირე როლებიც შესრულებული აქვს.

1990 წლის 18 იანვრიდან 2013 წლამდე, აზერბაიჯანის კინემატოგრაფთა კავშირის მდივანი იყო.[5]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აზერბაიჯანის სსრ-ის დამსახურებული არტისტი — 23.12.1976[6]
  • აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო არტისტი — 01.12.1982[7]
  • 1986 წლის ფილმისთვის „სისხლიანი ყანა“ აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია.
  • აზერბაიჯანის ღირსების ორდენი — 1998[8]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კინო: ენციკლოპედიური ლექსიკონი / მთ. რედ. С. И. Юткевич; სარედ კოლ.: Ю. С. Афанасьев, В. Е. Баскаков, И. В. Вайсфельд и др. — მოსკოვი: საბჭოთა ენციკლოპედია, 1987. — გვ. 34.
  • ელდანიზ გულიევი, ჯანალი მირზალიევი. რასიმ ბალაევი. ბაქო: 1999.
  • ხამის მურადოვი. კინოფაბრიკიდან დაწყებული გზა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო. ჯაბარლის სახელობის კინოსტუდია. აიდინ ქაზიმზადე. ჩვენი „აზერბაიჯანფილმი“. 1923-2003 წლები. ბაქო: Mütərcim, 2004.- გვ. 5.
  • აზერბაიჯანის ეროვნული ენციკლოპედია: აზერბაიჯანი. რამიზ მამედოვი. კინო. აზერბაიჯანის ეროვნული ენციკლოპედიის სამეცნიერო ცენტრი, 2007.- გვ. 814.
  • "Nəsimidən Cavidə uzanan yol". //"Cinema News" ჟურნალი.- 2008.- ივნისი.- გვ. 12-13.
  • თ. მაჰარამოვა. "Həyatın özü qədər real olmaq lazımdır" //Odlar yurdu.- ლონდონი, 2008, დეკემბერი.- № 002.- გვ. 16.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rasim Balayev: "O birinci kursda oxuyurdu, mən on birinci sinifdə, Bakıya gəlirdim görüşürdük..."
  2. Aydın Dadaşov. "Bizim kino". Həsən Seyidbəylinin "Nəsimi" filmi haqqında. 16.01.2016
  3. Азербайджанской ССР кинематография. Кино: Энциклопедический словарь / Гл. ред. С. И. Юткевич; Редкол.: Ю. С. Афанасьев, В. Е. Баскаков, И. В. Вайсфельд и др. — Москва: Советская энциклопедия, 1987. — стр. 13.
  4. Azərbaycan Respublikası Mədəniyyət Nazirliyi. C.Cabbarlı adına "Azərbaycanfilm" kinostudiyası. Aydın Kazımzadə. Bizim "Azərbaycanfilm". 1923-2003-cü illər. Bakı: Mütərcim, 2004.- səh. 276-277.
  5. Rasim Balayev istefa verib
  6. Respublika kino sənəti işçilərinə Azərbaycan SSR fəxri adlarının verilməsi haqqında Azərbaycan SSR Ali Soveti Rəyasət Heyətinin 23 dekabr 1976-cı il tarixli Fərmanıanl.az saytı
  7. Respublika kino sənəti xadimlərinə Azərbaycan SSR fəxri adları verilməsi haqqında Azərbaycan SSR Ali Soveti Rəyasət Heyətinin 1 dekabr 1982-ci il tarixli Fərmanıanl.az saytı
  8. Regionun Fəxri. Rasim Balayev. Region TV