შინაარსზე გადასვლა

რასიმ ალგულიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რასიმ მოჰამად ალგულიევი (აზერ. Rasim Məhəmməd oğlu Əliquliyev; 20 იანვარი, 1958, ბარდის რაიონი) — ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (ANAS) აქტიური წევრი. აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და ამავე აკადემიის ინფორმაციული ტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.

რასიმ მოჰამედ ალგულიევი დაიბადა 1958 წლის 20 იანვარს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბარდის რაიონში. 1979 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და კომპიუტერული მექანიკის ფაკულტეტის ელექტრონული კომპიუტერული მექანიკის მიმართულება. 1979-1986 წლებში აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში ინჟინრად, შემდეგ უფროს ინჟინრად მუშაობდა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხიც იქვე მოიპოვა. 1986 წელს იგი აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ავტომატური საკონტროლო სისტემების დეპარტამენტში გაიგზავნა, სადაც უფროსი ინჟინრის პოზიცია ეკავა. ხელმძღვანელობდა პროექტს „ეროვნული კომპიუტერული ცენტრები და მონაცემთა გადამცემი ქსელი“. იყო ავტომატური საკონტროლო სისტემების განყოფილების ტექნიკური დირექტორი. 2002 წლიდან არის აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციული ტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. 2013 წელს ალგულიევი აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივნად აირჩიეს. მას ეს პოსტი 2019 წლამდე ეკავა. არის ამავე აკადემიის ტექნიკური მეცნიერებების დოქტორი, პროფესორი და აქტიური წევრი. 2019 წელს აირჩიეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად. 2009 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ალგულიევი პროგრესის მედლით (Tərəqqi medalı) დაჯილდოვდა.

დაქორწინებულია და ჰყავს ვაჟი და ქალიშვილი.

სამეცნიერო-თეორიული მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალგულიევმა პოსტდოქტორული თეზისი - „კომპიუტერულ ქსელები ინფორმაციის დაცვის მოდელები და მეთოდები“ - 1995-2003 წლებში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სისტემური ანალიზის ინსტიტუტში ჩატარებული კვლევების საფუძველზე დაიცვა.

1997 წელს ალგულიევმა აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინფრომაციული და სატელეკომუნიკაციო სამეცნიერო ცენტრში (ინფორმაციული ტექნოლოგიის ინსტიტუტის წინამორბედი) ინფორმაციის უსაფრთხოების პრობლემათა დეპარტამენტი ჩამოაყალიბა და თავადვე ხელმძღვანელობდა. 2007 წელს აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინფორმაციული ტექნოლოგიის ინსტიტუტში ჩამოაყალიბა ინფორმაციის უსაფრთხოების პრობლემათა განყოფილება და დღემდე ხელმძღვანელობს. ალგულიევნა ჩამოაყალიბა არქიტექტურული პრინციპები და მეთოდები სპეციალურ სადაზვერვო ქსელების სინთეზისთვის ეროვნულ, კორპორატიულ და ინდივიდუალურ დონეზე სპამებთან საბრძოლველად. ალგულიევის კვლევები კონცენტრირებულია ქვეყანაში ინფორმაციული ტექნოლოგიის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მათი გარდაქმის მეცნიერული და თეორიული საკითხების იდენტიფიკაციაზე. 2007 წელს აირჩიეს აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინფორმატიკის კორესპონდენტ წევრად. არის ინფორმაციული საზოგადოებისა და ტექნოლოგიის აქტუალური პრობლემების სემინარის ხელმძღვანელი. ხელმძღვანელობდა 2 პოსტდოქტორულ კვლევასა და 31 ფილოსოფიის დოქტორ სტუდენტს. ამჟამად ხელმძღვანელობს 8 პოსტდოქტორულ კვლევასა და 15 ფილოსოფიის დოქტორ სტუდენტს.

საზოგადოებრივი მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რასიმ ალგულიევი არის აზერბაიჯანის ეროვნული ენციკლოპედიის რედაქტორთა საბჭოს წევრი. მსოფლიო აზერბაიჯანელთა კონგრესზე აირჩიეს მსოფლიო აზერბაიჯანელთა საკოორდინაციო საბჭოს წევრად. არის ინფრომაციი დაცვის საკოორდინაციო კომისიის წევრი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]