შინაარსზე გადასვლა

რაჟდენ კუპრაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კუპრაშვილი.
რაჟდენ კუპრაშვილი
დაბადების თარიღი 31 მარტი, 1983
ქუთაისი, საქართველო
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება იურისტი
ალმა-მატერი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი

რაჟდენ კუპრაშვილი (დ. 31 მარტი, 1983, ქუთაისი) — ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი.[1] იურიდიული დახმარების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი 2019-2023 წლებში.

რაჟდენ კუპრაშვილმა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიიღო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2023 წელს კი მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

2023 წლიდან ხელმძღვანელობს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს,[2] ხოლო 2019-2023 წლებში იკავებდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობას.[3] საჯარო სამსახურში მრავალწლიანი საქმიანობის გარდა, აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. კუპრაშვილი 8 წლის განმავლობაში უძღვებოდა საადვოკატო კომპანიას შპს „კუპრაშვილი და ადვოკატები” და მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატა“ (2013-2019).

2017-2019 წლებში, რაჟდენ კუპრაშვილი იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო 2014-2015 წლებში იყო იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“. სხვადასხვა დროს მუშაობდა იურიდიული სამსახურის უფროსად სამშენებლო და საკონსულტაციო კომპანიებში. კარიერული განვითარების პირველ წლებში კი საქართველოს საერთო სასამართლოებში, მოსამართლის თანაშემწის და სხდომის მდივნის პოზიციებზე.

რაჟდენ კუპრაშვილი არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მის მიერ გამოქვეყნებული სტატიები, მონოგრაფიები და კვლევები ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: პოლიტიკური კამპანიების დაფინანსების კონტროლის მექანიზმები ამერიკის შეერთებულ შტატებში; ფიზიკური პირების გადახდისუუნარობის საკანონმდებლო რეგულაციის შედარებით-სამართლებრივი ანალიზი; ჭარბვალიანობის მიზეზები და მათი აღმოფხვრის გზები; ნოტარიუსის უფლებამოსილების ფარგლები სააღსრულებო ფურცლის გაცემისას და სხვა. დაცული აქვს დისერტაცია თემაზე — „ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის პრობლემები (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი)“, ასევე ინგლისურენოვანი ნაშრომი - Analysis of Models of Legal Regulation of Insolvency of Natural Persons.

2023 წლის თებერვალში, რაჟდენ კუპრაშვილი დამოუკიდებელი კომისიის მიერ შეირჩა, ხოლო შემდეგ 6 წლის ვადით დაინიშნა საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად.[4]

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]