რაპანა
იერსახე
| რაპანა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Rapana | ||||||||||
| ||||||||||
რაპანა (ლათ. Rapana) — მტაცებელი მუცელფეხიანების გვარი. მოიცავს 3 სახეობას. პეტრე დიდის ყურესა და იაპონიის სანაპიროებთან ბინადრობს Rapana venosa, რომელიც XX საუკუნის 30-იან წლებში გემებს შემოყვა შავ ზღვაში და დიდი რაოდენობით გამრავლდა. რაპანა თავს ესხმის სარეწაო მოლუსკებს (ხამანწკებს), გარნელებსა და სხვა. რაპანას ფეხი იჭმევა, ნიჟარას კი ესთეტიკული ღირებულება აქვს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 303.