რაპალოს ხელშეკრულება (1920)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რაპალოს ხელშეკრულება.
ტერიტორიული ცვლილებები რაპალოს ხელშეკრულების შემდეგ.

რაპალოს ხელშეკრულება — სამშვიდობო ხელშეკრულება იტალიის სამეფოსა და სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს შორის. ხელშეკრულებამ დაარეგულირა ტერიტორიული კამათი ადრიატიკის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, დალმაციაში და ვენეცია-ჯულიაში.

დაძაბულობა იტალიის სამეფოსა და სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს შორის გაჩნდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ავსტრია-უნგრეთი დაიშალა. იტალიამ კი მოახდინა იმ ტერიტორიების ანექსია, რომელიც მას ეკუთვნოდა 1915 წლის ლონდონის ხელშეკრულებით. აღნიშნული ტერიტორია ეთნიკურად მრავალფეროვანი იყო, მოსახლეობის ნახევარზე მეტი სლოვენები და ხორვატები იყვნენ.

1920 წლის 12 ნოემბერს ორმა სამეფომ რაპალოში დადო ხელშეკრულება აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.

ხელშეკრულების თანახმად იტალიამ უარი თქვა დალმაციაში პრეტენზიებზე. საზღვარი ამ ორ ქვეყანას შორის გაივლო მდინარე სოჩასა და სავას წყალგამყოფზე. იტალიის ხელში გადავიდა თითქმის მთელი ისტრია, ტრიესტისა და პულას ჩათვლით, ოპატია და სხვ. ასევე კუნძულები ცრესი, ლოშინი, ლასტოვო და პალაგრუჟა ზადართან ერთად. საერთო ჯამში იტალიას გადაეცა სლოვენებით დასახლებული ტერიტორიის 70 %.

პარიზის 1947 წლის ზავით აღნიშნული ტერიტორიები გადაეცა იუგოსლავიას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]