რანგანათას ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რანგანათას ტაძარი
რანგანათას ტაძარი

რანგანათას ტაძარი — ერთ-ერთი უდიდესი ინდუისტური ტაძრის კომპლექსი. იგი აგებულია დრავიდული არქიტექტურული სტილით და ეძღვნება რანგანათა ვიშნუს ღვთაებას. მდებარეობს მდინარე კავერის კუნძულ შრირანგამზე, ტამილ ნადუს შტატში (ინდოეთი). იმავე კუნძულზე მდებარეობს კიდევ ერთი დიდი ჯამბუკეშვარის ტაძრის კომპლექსი, რომელიც აშენდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში  შივას პატივსაცემად. III-VII საუკუნეების ტამილური ლიტერატურა მიუთითებს იმაზე, რომ შრირანგამი იყო ვიშნუიზმისა და შივაიზმის მიმდევართა რელიგიური ცენტრი. ამასთან, XI საუკუნის ბოლოს - XII საუკუნის დასაწყისში რამანუჯას რეფორმაციის შემდეგ, რეგიონში ვაიშნავიზმმა (ვიშნუიზმი) დაიწყო გაბატონება.

რანგანათას ტაძარს განსაკუთრებით თაყვანს სცემენ შრი ვაიშნავიზმის ტრადიციის მიმდევრები . მათ მიაჩნიათ, რომ იგი დედამიწაზე პირველი და უმთავრესი ტაძარია 108 მთავარ სალოცავს შორის.

2014 წლიდან ტაძარი იუნესკოს მსოფლიო კულტურული  მემკვიდრეობის ძეგლების კანდიდატთა სიაშია [1][2].

ტაძრების ქალაქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შირანგამი 1909 წელი
ტაძრის დეტალები
ტაძრის დეტალები
ტაძრის გარშემო მდებარე ბაზრობა

რანგანათას ტაძარი არ არის მხოლოდ ერთი  დიდი ტაძარი, არამედ ტაძრების მთელი ქალაქია თავისი უნიკალური არქიტექტურით. იგი შედგება შვიდი "პრაკარისგან", ანუ ერთმანეთში განლაგებული ნაგებობებისაგან, ტაძრებით, კედლებით და კოშკებით, რომელთა ცენტრში მდებარეობს რანგანათას ტაძარი.  გარშემორტყმული ექვსი კონცენტრული მართკუთხა ღობეებით, სქელი ქვის კედლების სახით, გოფურა კოშკებით. თითოეული პრაკარის შიგნით არის ნაგებობები, რომლებიც დაკავშირებულია ტაძრის კომპლექსისთან.  კომპლექსის კედლების შიდა ხუთი შენობა ქმნის ტაძარს, ხოლო ორი გარე შენობა დასახლების როლს ასრულებს. აქ არის ბრამინის სახლები, პატარა საკურთხევლები, სასტუმრო სახლები და მომლოცველთა მაღაზიები. ამრიგად, მკვეთრის სხვაობა ტაძარსა და დასახლებას შორის ძნელი გასარჩევია,. ტაძრის კომპლექსის ასეთი სტრუქტურა უნიკალურია სამხრეთ ინდოეთისათვის.

ტაძარი აგებულია დრავიდული ხუროთმოძღვრული სტილით. მისი ფართობი 63,1 ჰექტარია. მეცნიერთა და იუნესკოს მონაცემებით, ეს კომპლექსი ყველაზე დიდი მოქმედი ტაძარია მსოფლიოში [3] [4]. რეგიონში იგი ჩამოუვარდება კამბოჯის გიგანტურ ანგკორ -ვატის კომპლექსს, რომელიც ასევე აგებულია ვიშნუს პატივსაცემად. ამასთან, ანგკორ ვატისგან განსხვავებით, რომელიც დიდი ხანია მიტოვებულია, რანგანათას ტაძარი ახლა ინარჩუნებს მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და ვიშნუსადმი თაყვანისცემის ფუნქციას. მასშტაბის თვალსაზრისით, იგი შედარებულია უდიდეს რელიგიურ ცენტრებთან, როგორიცაა  სამეფო სასახლე და პოტალას ბუდისტური ტაძარი ლაჰაში (ტიბეტი), ბორბუდურის ბუდისტური ტაძარი კუნძულ იავაზე (ინდონეზია), მიტოვებული ინკების ქალაქი მაჩუ- პიქჩუ(პერუ) და ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო [1]

ტაძრის წარწერები.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის კედლებზე დაცულია უძველესი წარწერები, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ეპიგრაფიკოსებისათვის. გამოვლენილია დაახლოებით 640 წარწერა, რომლებიც ქვეყნდება და საზოგადოებრივ საკუთრებაშია. წარწერები გაკეთებულია როგორც ქვის კედლებზე, ასევე სპილენძის სამახსოვრო ფირფიტებზე. ინდოეთის არქეოლოგიურმა სამსახურმა მათ დაუთმო მთელი (ტომი XXIV) სერია სამხრეთ ინდოეთის ტაძრის წარწერებზე.. წარწერებმა ნათელი მოჰფინა ტაძრის ქალაქის ისტორიას, კულტურასა და ეკონომიკას ათასზე მეტი წლის ტაძრის წარწერებიდან ცნობილი გახდა, რომ რანგანათას ტაძარი  შუა საუკუნეების ტაძრებიდან იყო ერთ-ერთი რომელსაც ჰქონდა ჯანმრთელობის ცენტრი და სამედიცინო დახმარებას უწევდა ადგილობრივ მოსახლეობას.

მონუმენტური მხატვრობა და ფერადი ფრესკები.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის კომპლექსის კედლები გაფორმებულია დახვეწილი ნახატებით, მცენარეული და ბუნებრივი საღებავების გამოყენებით. ყველა მათგანი ეძღვნება ინდურ კულტურას, რელიგიასა და ტრადიციას. შუასაუკუნეების მხატვრობის მაღალმა ხარისხმა უზრუნველყო ნახატების შენარჩუნება დღემდე.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Aruniappan S. Srirangam: the Paradise on Earth. — Trichy: Arulmigu Ranganathaswami Etc Devasthanam, 1998.
  • Auboyer J. Sri Ranganathaswami: a Temple of Vishnu in Srirangam (Tamilnadu, India). — Srirangam: [O.V.], 2004.
  • Rao H. History of the Śrīangam Temple. — Tirupati: Sri Venkateswara University, 1976.
  • Rao H. Kōil Ol̤ugu: the chronicle of the Srirangam temple with historical notes. — Madras: Rochouse, 1961.
  • Rao H. The Srīrangam temple art and architecture. — Tirupati: Sri Venkateswara University, 1967.
  • Madhavan C. Srirangam: heaven on earth. — Chennai: Universal Publishing, 2017.
  • Parker S. Contemporary temple construction in South India: the Srirangam rajagopuram. — Res, 21, 1992.
  • Satyamurthi A. Lord Raṅganātha. — Śrīraṅgam, Tiruchi: Arulmiku Raṅganāthaswāmi Devasthānam, 1981.
  • Srivathsan A. The persecution of Ramanuja: A view from the Srirangam temple complex // The Indian Economic & Social History Review. — 1995. — Vol. 32, no. 4. — P. 475—487.
  • Somasundaram P. The island shrine of Sri Ranganatha. — Tiruchirappalli: St. Joseph’s Industrial School Press, 1965.
  • Streeter E. The Orloff // The Great Diamonds Of The World: Their History And Romance / დაარქივებული 2020-10-27 საიტზე Wayback Machine. Hatton J., Keane A. — London, 1882. — P. 103—115.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Sri Ranganathaswamy Temple, Srirangam // UNESCO Tentative List. — UNESCO World Heritage Centre, 2018.
  2. Sri Ranganathaswamy Temple, Srirangam, UNESCO
  3. Jones V. Wonders of the World Dot-to-Dot. — New York: Sterling Publishing Co., Inc, 2004.
  4. Vater T. Moon Spotlight Angkor Wat. — USA: Perseus Books Group, 2010.