რამ საჰაია იადავი
| რამ საჰაია იადავი | |
| ნეპალის მე-3 ვიცე-პრეზიდენტი | |
|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | |
| დაიკავა | 20 მარტი, 2023 |
| პრეზიდენტი | რამ ჩანდრა პაუდელი |
| პრემიერ-მინისტრი | პუშპა კამალ დაჰალი შარმა ოლი სუშილა კარკი |
| წინამორბედი | ნანდა კიშორ პუნი |
| დაბადებული | 24 ივლისი, 1971 ბასუარია-ტოლე, ნეპალი |
| მოქალაქეობა | |
| მეუღლე | ჩამპა დევი იადავი |
| შვილები | 3 |
რამ საჰაია პრასად იადავი (დ. 24 ივლისი, 1971) — ნეპალელი პოლიტიკოსი. 2023 წლიდან ნეპალის მე-3 ვიცე-პრეზიდენტი. ვიცე-პრეზიდენტობამდე ნეპალის ფედერალური პარლამენტის წევრი 2018-2023 წლებში და ტყისა და გარემოს დაცვის მინისტრი 2022-2023 წლებში.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რამ საჰაია პრასად იადავი დაიბადა 1971 წლის 24 ივლისს,[1] ბასვარია-ტოლეში, სიჰვა დევი იადავისა და პრასად რეი იადავის ოჯახში. იადავი მადჰეშის ხალხის წარმომადგენელია და მისი ოჯახი ფერმერებს წარმოადგენდა. განათლება მიიღო შრი ნეპალის ეროვნულ დაწყებით სკოლაში ბასბარიის სოფლის მუნიციპალიტეტში და კაჩორვის დაწყებით სკოლაში. 1990 წელს ჩააბარა მეცნიერებისა და მათემატიკის ფაკულტეტზე. 1993 წელს დაამთავრა კოლეჯი SLK მეცნიერების ბაკალავრის ხარისხით, ხოლო 1998 წელს მიიღო განათლების ბაკალავრის ხარისხი.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991-2008 წლებში იადავი მუშაობდა მეცნიერებისა და მათემატიკის მასწავლებლად კალაიის საშუალო სკოლაში.
1990 წელს იადავი შეუერთდა ნეპალის კეთილი ნების პარტიას. დაესწრო პარტიის მე-3, მე-4 და მე-5 ყრილობებს. 2015 წელს რამდენიმე პარტიის გაერთიანების შემდეგ ჩამოყალიბდა ნეპალის ფედერალური სოციალისტური ფორუმი (FSFN), რომლის გენერალური მდივანი იადავი იყო 2015 წელს.
2008 წლის არჩევნებში იადავმა მოიპოვა ადგილი ნეპალის პირველ დამფუძნებელ ასამბლეაში, მაგრამ ვერ მოიპოვა ადგილი ნეპალის მეორე დამფუძნებელ ასამბლეაში. 2017 წლის არჩევნებში იადავი აირჩიეს ნეპალის ფედერალური პარლამენტის პირველ სესიაზე, მას შემდეგ რაც დაამარცხა ნეპალის კონგრესის ნომინანტი რადჰე ჩანდრა იადავი. იგი ხელახლა აირჩიეს 2022 წელს.
პრემიერ-მინისტრმა შერ ბაჰადურ დეუბამ იადავი თავის კაბინეტში ტყისა და გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა. იადავი ვიცე-პრეზიდენტი გახდა 2023 წლის არჩევნების შემდეგ, როგორც ნეპალის სახალხო სოციალისტური პარტიის (PSP-N) კანდიდატი.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იადავი დაქორწინებულია ჩამპა დევი იადავზე, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „Ram Sahay Prasad Yadav wins Vice President race“. The Kathmandu Post. 17 March 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 July 2025.
- „SSFN Ramsahaya Yadav emerges victorious from Bara-2“. The Kathmandu Post. 10 December 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 July 2025.
- 2017 Election Results. Election Commission. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 July 2025. ციტირების თარიღი: 2 July 2025
- Office of the Vice President of Nepal. Vice President of Nepal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 July 2025. ციტირების თარიღი: 2 July 2025
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (2021) संघीय संसद सदस्य, २०७४ परिचयात्मक पुस्तिका (ne). Nepal: Federal Parliament Secretariat, გვ. 270.