რამონ ხოსე ველასკესი
| რამონ ხოსე ველარკერი | |
| ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 5 ივნისი, 1993 – 2 თებერვალი, 1994 | |
| წინამორბედი | ოქტავიო ლეპაგე (მოვალეობის შემსრულებელი) |
| მემკვიდრე | რაფაელ კალდერა |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1969 – 1971 | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1959 – 1963 | |
| მემკვიდრე | მანუელ მანტილა |
| დაბადებული | 28 ნოემბერი, 1916 ტაჩირის შტატი, ვენესუელა |
| გარდაცვლილი | 24 ივნისი, 2014 კარაკასი, ვენესუელა |
| ეროვნება | ვენესუელელი |
| პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული მოძრაობა |
| მეუღლე | ლიგია მარგარიტა ბეტანკურ გოიკოეჩა |
| განათლება | ვენესუელის ცენტრალური უნივერსიტეტი |
| ხელმოწერა | |
რამონ ხოსე ველასკესი მუხიკა (დ. 28 ნოემბერი, 1916 – გ. 24 ივნისი, 2014) — ვენესუელელი პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი და იურისტი. ველასკესი მსახურობდა ვენესუელის პრეზიდენტად 1993 წლიდან 1994 წლამდე.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ველასკესი დაიბადა ტაჩირაში 1916 წლის 28 ნოემბერს. რომან ხოზეს მშობლები იყვნენ რამონ ველასკეს ორდონიესი — ჟურნალისტი და გაზეთის კორექტორი — და პედაგოგი რეგინა მუხიკა. საწყისი განათლება ველასკესმა მშობლების ხელმძღვანელობით, საკუთარ მშობლიურ ქალაქში მიიღო. დაწყებითი განათლება დაასრულა სან-კრისტობალიში, სკოლა „სიმონ ბოლივარი“-ში.
1935 წელს რამონი გაემგზავრა კარაკასში, რათა საშუალო სკოლა დაესრულებინა ანდრეს ბელოს ლიცეუმში. უმაღლესი განათლება ველასკესმა მიიღო ვენესუელას ცენტრალურ უნივერსიტეტში, სადაც 1942 წელს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორის ხარისხი მოიპოვა, ხოლო 1943 წელს — იურიდიული განათლების დიპლომი.
მწერალის კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ველასკესი 1941 წელს გახდა გაზეთ Últimas Noticias-ის რეპორტიორი.[1] ხოსე ორჯერ იყო გაზეთ El Nacional-ის პრეზიდენტი (1964–1968 და 1979–1981 წლებში). დაწერა უამრავი წიგნი ვენესუელას პოლიტიკური ისტორიის შესახებ და სიცოცხლის განმავლობაში ზოგადად ითვლებოდა ქვეყნის ყველაზე გამორჩეულ ისტორიკოსად. ასევე იყო ეროვნული ისტორიის აკადემიის პრეზიდენტი.
სახელმწიფო მოღვაწე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარკოს პერეს ხიმენესის დიქტატურის პერიოდში ველასკესი ერთი წლით დააპატიმრეს, რადგან მონაწილეობდა წიგნის — Libro negro de la dictadura („დიქტატურის შავი წიგნი“) — შედგენაში. ამ წიგნში წარმოდგენილმა დოკუმენტებმა ხელი შეუწყო დიქტატორული პერიოდის დანაშაულების გამოაშკარავებას.
1958 წელს, როდესაც ვენესუელა დემოკრატიულ მმართველობაზე გადავიდა, ველასკესი არჩეულ იქნა ვენესუელის სენატში ტაჩირას შტატიდან. მოგვიანებით რამონ ხოსე ველასკესი აირჩიეს ვენესუელის დეპუტატთა პალატაში მირანდას შტატიდან.[2] ველასკესი მსახურობდა პრეზიდენტის გენერალურ მდივნად (შტაბის უფროსად) რომულო ბეტანკურის მმართველობის პერიოდში. ამის შემდეგ რამონ ხოსე იყო ვენესუელის ეროვნული კონგრესის წევრი.

რაფაელ კალდერას პრეზიდენტობის დროს ველასკესი 1969–1971 წლებში კომუნიკაციების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 1984–1987 წლებში იგი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო რეფორმის კომისიას, COPRE-ს.[2]
1989–1993 წლებში რამონ ხოსე თავმჯდომარეობდა საპრეზიდენტო კომიტეტს კოლუმბია–ვენესუელის საზღვრის საკითხებზე (COPAF). გარდაცვალების დროს ველასკესი იყო ადამიანის უფლებაათა ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრი, რომლის სათავო ოფისი ნიუ-იორკიში მდებარეობს.[3]
პრეზიდენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1993 წელს, პრეზიდენტ კარლოს ანდრეს პერესის იმპიჩმენტით გამოწვეული კრიზისის შედეგად, ვენესუელის ეროვნული კონგრესმა ველასკესი რესპუბლიკის პრეზიდენტად დანიშნა, რათა 1994 წელს კონსტიტუციური ვადის დასრულებამდე ემსახურა. რამონ ხოსე ველასკესი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა 1993 წლის 5 ივნისიდან 1994 წლის 2 თებერვლამდე. როგორც ფართოდ პატივსაცემი ეროვნული ფიგურა, ამ ამოცანის შესასრულებლად ველასკესისკანდიდატურა საერთო თანხმობით იქნა მიღებული.[2]
აგვისტოში ველასკესმა საგანგებო შეხვედრა გამართა ტროპიკული შტორმ „ბრეტ“-ის მიერ მიყენებული მძიმე ზარალის საპასუხოდ, რომელმაც სულ მცირე 70 ადამიანი იმსხვერპლა.[4] დაახლოებით 1 400 მუშა და მოხალისე მონაწილეობდა სამაშველო ოპერაციებში, მას შემდეგ რაც მეწყერმა და ღვარცოფმა დააზარალა კარაკასი და მისი შემოგარენი. მათ ეხმარებოდნენ წითელი ჯვრის მოხალისეები და 800 მეხანძრე. სტიქიის შედეგად დაზარალებულები დროებით განათავსეს სამხედრო ბაზა ფუერტე ტიუნაზე.[5] გზები სწრაფად გაიწმინდა ნანგრევებისა და ტალახისგან, თუმცა ბევრის ხელახლა გახსნა თავდაპირველად ვერ მოხერხდა დამატებითი მეწყერების საფრთხის გამო.
ველასკესის მთავრობა დაჩრდილა „ნარკოინდულტომ“ — ნარკოტრაფიკინგში ბრალდებული ლარი ტოვარ აკუნიას შეწყალების საქმემ. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის კერძო სამდივნომ არაკანონიერად მოიპოვა პრეზიდენტის ხელმოწერა ცნობილი ნარკოდილერის გათავისუფლების მიზნით. რამონ ველასკესის მოკლე მმართველობის პერიოდში სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები იყო ბანკ Banco Latino-ს გაკოტრება და მასთან დაკავშირებული უცხოური ვალუტის გადინება საზღვარგარეთ, აგრეთვე ტრაგედია ტეხერიასში.
რამონ ხოსეს სამთავრობო ზომებიდან ერთ-ერთი იყო დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) შემოღება, რაც განხორციელდა საგანგებო საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც ეროვნულ კონგრესს ჰქონდა მინიჭებული.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1948 წელს რამონ ხოსე ველასკესი დაქორწინდა ლიგია მარგარიტა ბეტანკურ გოიკოეჩეაზე, რომელიც 1993–1994 წლებში იყო ვენესუელას პირველი ლედი.
2014 წლის 24 ივნისს რამონ ხოსე ველასკესი 97 წლის ასაკში ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა. რამონი გარდაიცვალა ხუთი კვირის შემდეგ, რაც 2014 წლის 21 მაისს ყოფილი პრეზიდენტი ხაიმე ლუსინჩი გარდაიცვალა.
ჯილდოები და აღიარებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Maria Moors Cabot-ის პრიზი(1967)[6]
- ვენესუელის ეროვნული ისტორიის აკადემია-ს წევრი (1968)[2]
- ეროვნული ლიტერატურის პრემია (1973), პროზის კატეგორია, წიგნისთვის La caída del liberalismo amarillo[2]
- Consejo Nacional de la Cultura (CONAC)-ის ეროვნული ისტორიის პრემია (1980)
- CONAC-ის ეროვნული ჰუმანიტარული პრემია (1998)[2]
- Academia Venezolana de la Lengua-ს წევრი (2002)[2][7]
- საპატიო დოქტორის ხარისხები შემდეგი უნივერსიტეტებისგან:
- ანდების უნივერსიტეტი (ვენესუელა)
- კარაბობოს უნივერსიტეტი
- რაფაელ ურდანეტას უნივერსიტეტი (URU)
- ტაჩირას ეროვნული ექსპერიმენტული უნივერსიტეტი (UNET)[2]
წიგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კორო. ვენესუელას ძირი (1962)
- სან-კრისტობალი. სადაც იწყება სამშობლო (1972)
- ყვითელი ლიბერალიზმის დაცემა. ანტონიო პარესის დრო და დრამა (1972)
- ვენესუელას პოლიტიკური ევოლუციის ასპექტები XX საუკუნეში (1976)
- ხუან ვინსენტე გომესის გამოგონილი ამბები (1978)
- ნომინალური ინდივიდები (1981)
- გმირები და ისტორია (1981)
- გმირების ნაბიჯები (1988)
- მეორე მიზნით. რეპორტაჟები დიქტატურის დროს 1951–1955 (1990)
- ვენესუელას მემუარები (1990)
- გერმანელები ტაჩირაში (1993)
- ხოაკინ კრესპო (2005)
- XX საუკუნის მემუარები (2005)
- კაუდილოსი, ისტორიკოსები და ხალხი (2013)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Opinión y análisis 2011 - Ramón J. Velásquez, democrata infatigable es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 June 2013. ციტირების თარიღი: 31 May 2012
- 1 2 3 4 5 6 7 8 (in Spanish) CIDOB, Ramón José Velásquez Mújica
- ↑ Board and International Council. The Human Rights Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 November 2013. ციტირების თარიღი: 24 June 2014
- ↑ „100 Killed as a Tropical Storm Batters Venezuela“. New York Times. 9 August 1993. ციტირების თარიღი: 4 September 2015.
- ↑ „Una tormenta tropical causa la muerte a 100 personas en Venezuela“. El Pais (ესპანური). 9 August 1993. ციტირების თარიღი: 12 August 2015.
- ↑ Columbia, Cabot Prize winners by name დაარქივებული 30 October 2013 საიტზე Wayback Machine.
- ↑ (in Spanish) Academia Venezolana de la Lengua, D. Ramón J. Velásquez