ტრიფონ რამიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რამიშვილი, ტრიფონ)
ტრიფონ რამიშვილი
დაბადების თარიღი 1875
გარდაცვალების თარიღი 1929
საქმიანობა მწერალი და დრამატურგი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქართველო
 სსრკ

ტრიფონ რამიშვილი (დ. 1875 — გ. 1929) — ქართველი მწერალი და დრამატურგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1893 წელს დაამთავრა თბილისის საფერშლო სასწავლებელი. მუშაობდა ფერშლად საქართველოს სხვადასხვა დაბასა და სოფელში. 1899 წელს გადმოვიდა თბილისში. მუშაობდა დიდუბის სამკურნალოში (გორის ქუჩაზე), შემდეგ — სულით ავადმყოფთა თავშესაფარში (კოჯრის ქუჩაზე). ლიტერატურულ მოღვაწეობა დაიწყო 1902 წელს[1] — მისი მოთხრობები („ოტოლა“, „მიტრო ჭედიაშვილი“, „ერთგული დედა“, „ვიკენტიჩი„ და სხვა.) იბეჭდებოდა გაზეთ „ივერიასა“ და ჟურნალ „კვალში“; ერთდროულად თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიაში“, აქ გამოაქვეყნა თავისი პირველი პიესები: „მეზობლები“ (1904, ვალერიან გუნიას ინიციატივით 1905 წელს დაიდგა სახაზინო და არტისტული თეატრების, აგრეთვე რკინიგზელთა სახალხო თეატრის სცენაზე), „ექიმი აშირბაჯიანი“ (1906), „შეშლილნი“ (1907), „საბედისწერო დამბაჩა“ (1908), „დედინაცვალი“ (1914), „სალომეს ოჯახი“, „ჭკუამხიარული“ (ორივე 1915), „სტუმარმასპინძლობა“ (1919); გამომცემლობა „სორაპანმა“ გამოსცა კრებული „დრამა და კომედია“ (თბ., 1921); თბილისში 1921 წელს დააარსა საყრდენი ამბულატორია-პოლიკლინიკა წმინდა ოლღას ქუჩაზე (ახლანდ. მე-9 საქალაქო პოლიკლინიკა, ლეო ქიაჩელის 18) და გარდაცვალებამდე იყო მისი ზედამხედველი. მას ეკუთრვნის პიესები: „სიხარულის საზღვართან“ (1923), „გაჭირვების ტალკვესი“ (1925), „მონადირე ქალები“ (1927), „თავადი ქვეყნის თავი“ (1928). მისი პიესების რეჟისორები იყვნენ: ალექსანდრე წუწუნავა, ვალერიან გუნია, შოთა დადიანი და სხვა. პიესები პოპულარობით სარგებლობდა აგრეთვე სომხეთსა და აზერბაიჯანში.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Рамишвили Трифон Мамукович. istoriya-teatra.ru. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2018.
  2. ტრიფონ რამიშვილი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2018.