რამირო I (არაგონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რამირო I არაგონელი)
რამირო I
Ramiro I
არაგონის გრაფი
მმართ. დასაწყისი: დაახ. 1035
მმართ. დასასრული: 1035
წინამორბედი: სანჩო III დიდი
მემკვიდრე: სამეფო განახლდა
არაგონის 1-ლი მეფე
მმართ. დასაწყისი: 1035
მმართ. დასასრული: 8 მაისი 1063
წინამორბედი: საგრაფო გარდაიქმნა სამეფოდ
მემკვიდრე: სანჩო I
რიბაგორსის და სობრარბის გრაფი
მმართ. დასაწყისი: 1043
მმართ. დასასრული: 8 მაისი 1063
წინამორბედი: გონსალო სანჩესი
მემკვიდრე: სანჩო II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახ. 1008
დაბ. ადგილი: აიბარი, ნავარის სამეფო
გარდ. თარიღი: 8 მაისი 1063
გარდ. ადგილი: გრაუსი, არაგონის სამეფო
მეუღლე: გისბერგა ფუა
აგნესა აკვიტანიელი
მუნია
შვილები: ტერეზა არაგონელი
სანჩო I
გარსია
ურაკა
სანჩა
სანჩო რამირესი
დინასტია: ხიმენესები
მამა: სანჩო III დიდი
დედა: სანჩა აიბარი

რამირო I (ესპ. Ramiro I de Aragón; დ. 1008 — გ. 8 მაისი 1063) — არაგონის მეფე 1035 წლიდან. სანჩო III დიდის და მისი საყვარლის, სანჩა აიბარის უფროსი, მაგრამ არაკანონიერი ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამირო I არაგონელი

მამის სიცოცხლეში რამირო I არაგონის საგრაფოს მართავდა.

1035 წელს მამის გარდაცვალების და მის ვაჟებს შორის ქონების განაწილების შემდეგ, რამირო არჩეული იქნა არაგონის მეფედ.

ემირ ტუდელთან ხელშეკრულების დადების შემდეგ, ის ცდილობდა ნავარიის ტახტის ხელში ჩაგდებას, მაგრამ 1043 წელს ტაფალიაში დამარცხდა.

1044 წელს რამირომ დაამარცხა თავისი ღვიძლი ძმა და ხელში ჩაიგდო სობრარბე და რიბაგორსი, მას შემდეგ, რაც საზღვრის ამ უბანზე მუსლიმების წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა.

როგორც ამტკიცებენ 1054 წელს მან გაქცევა მოასწრო ატაპუერკთან მიმდინარე ბრძოლაში, რომელში მისმა ერთ-ერთმა ძმამ, გარსია III-მ მოკლა მისი მეორე ძმა, ფერდინანდ I.

1063 წლის დასაწყისში რამირო I-მა განახორციელა ლაშქრობა სარაგოსას წინააღმდეგ და ალყაში მოაქცია ციხესიმაგრეები გრაუსი და ბარბასტრო. სარაგოსას მმართველმა ალ მუკტადირმა, რომელიც ფერდინადს ხარკს უხდიდა, დახმარებისთვის თხოვნით მიმართა კასტილიის მეფეს და მასთან ერთად დაიცვა გრაუსი. ამის შემდეგ ფერდინანდი იძულებული გახდა ომი დაეწყო საკუთარი ძმის წინააღმდეგ, რომლის მსვლელობის დროს რამირო შემთხვევით ნასროლი ისრით გარდაიცვალა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამირო I ორჯერ იყო დაქორწინებული და ამასთან ერთად მას საყვარელიც ჰყავდა.

1036 წლის 22 აგვისტოს რამირომ ბერნარ როჟე დე ფუას ქალიშვილზე, გილბერგა ფუაზე იქორწინა და მასთან 5 შვილი შეეძინა.

  • ტერეზა (1037—?) — გილომ V ბერტრანის მეუღლე.
  • სანჩო I (1042/1043 — 4 ივნისი 1094) — არაგონის მეფე 1063 წლიდან და ნავარის მეფე 1076 წლიდან.
  • გარსია (გ. 17 ივლისი 1086) — ხაკის და პამპლონის ეპისკოპოსი
  • ურაკა (გ. 1077/1078).
  • სანჩა (გ. 5 აპრილი/16 აგვისტო 1097) — პონსის და ერმეგოლ III-ის მეუღლე.

დაახლოებით 1054 წელს რამირო I დაქორიწნდა გილომ IV-ის ქალიშვილზე, აგნესა აკტივანელზე. ამ ქორწინებიდან მათ შვილე არ ეყოლათ.

რამირო I საყვერლ მუნიასგან ჰყავდა ერთი ვაჟი, აიბარის სენიორი სანჩო რამირესი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ballesteros y Beretta, Antonio. Historia de España y su Influencia en la Historia Universal. Barcelona: Salvat, 1920.
  • Chaytor, H. J. A History of Aragon and Catalonia. London: Methuen, 1933.
  • Lourie, Elena. "The Will of Alfonso I, 'El Batallador,' King of Aragon and Navarre: A Reassessment." Speculum, Vol. 50, No. 4. (Oct., 1975), pp 635–651.
  • Nelson, Lynn. The Aragonese Acquisition of Sobrarbe and Ribagorza. Estudios en Homenaje a Don Claudio Sánchez Albornoz en sus 90 Años, 2:227-236 (1982).
  • Ubieto Arteta, Antonio. "Estudios en torno a la división del Reino por Sancho el Mayor de Navarra", Príncipe de Viana, vol. 21, pp. 5–56, 163–236.