რამილ უსუბოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რამილ უსუბოვი
აზერ. Ramil İdris oğlu Usubov
Ramil Usubov in 2018.jpg
დაბადების თარიღი 22 დეკემბერი, 1948(1948-12-22) (74 წლის)
დაბადების ადგილი ხოჯალი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Azerbaijan.svg აზერბაიჯანი
განათლება Academy of Management of the Ministry of Internal Affairs of Russia
ჯილდოები Azerbaijani Flag Order, დიდების ორდენი, Q98538719?, ორდენი პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის, Medal “100th anniversary of the Azerbaijani army” (1918 - 2018) და Medal "100th anniversary of the Azerbaijani police"

რამილ იდრის ოღლუ უსუბოვი (აზერ. Ramil Idris oğlu Usubov; დ. 22 დეკემბერი, 1948) — აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი. აზერბაიჯანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.[1][2] ამ თანამდებობის დაკავებამდე 1994-2019 წლებში იკავებდა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას.[3]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უსუბოვი დაიბადა 1948 წელს, აზერბაიჯანში, ხოჯალის რაიონში..[4] 1970 წელს მან დაამთავრა ნ. რზაევის სახელობის ბაქოს მილიციას სპეციალური სკოლა. მოგვიანებით დაამთავრა სსრკ შინაგან საქმეთა აკადემია 1980 წელს. შემდეგ ის მსახურობდა საბჭოთა არმიაში და 1970 წლიდან მუშაობდა სამართალდამცავ ორგანოებში. უსუბოვი დაქორწინებულია და ჰყავს სამი შვილი.[4]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ის მუშაობდა სისხლის სამართლის საგამოძიებო დანაყოფებში და 1975 წელს დაინიშნა აზერბაიჯანის შუშას რაიონის კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად. 1980-1984 წლებში მუშაობდა მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ავტონომიური ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. 1984-1987 წლებში იყო ალი ბაირამლის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის უფროსი. 1987 წელს უსუბოვი დაინიშნა ნახჭევანის შინაგან საქმეთა მინისტრად და 1989 წლიდან 1993 წლამდე მუშაობდა კრიმინალური გამოძიების უფროსად, ვიზებისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსად (OVIR) და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების უფროსად.[4]

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წლის 11 აგვისტოს იგი დაინიშნა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად, ხოლო 1994 წლის 29 აპრილს დაინიშნა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრად პრეზიდენტის N140 ბრძანებულების საფუძველზე. ბაქოში 2000 წელს, პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა უარყო ჭორები უსუბოვის პოტენციური გათავისუფლების შესახებ და თქვა, რომ „გენერალი რამილ უსუბოვი არის ძალიან ძვირფასი ადამიანი და კარგად მუშაობს“, აფასებს მის საქმიანობას..[5]

2009 წელს მან შეიტანა სარჩელი ცილისწამებაზე, აქტივისტ ლეილა იუნუსის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ ახალგაზრდა გოგონებით ვაჭრობაში.[6] მან მოითხოვა 100 000 მანათის ანაზღაურება.[7] Human Rights Watch-მა გააპროტესტა სასამართლო პროცესი და განაცხადა, რომ „იუნუსის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი აზერბაიჯანში გამოხატვის თავისუფლების საშინელ პრეცედენტს შექმნიდა“, ხოლო სხვა საერთაშორისო ჯგუფებმა ეს საქმე აღწერეს, როგორც „აზერბაიჯანის მთავრობის მიერ თავისუფალი გამოხატვის ხელყოფის კიდევ ერთი მაგალითი“.[8]

აზერბაიჯანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 20 ივნისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბრძანების საფუძველზე უსუბოვი დანიშნული იქნა აზერბაიჯანის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად.[9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ramil Usubov Təhlükəsizlik Şurasının katibi təyin edilib. gulustan.info[მკვდარი ბმული]/
  2. Ramil Usubov appointed secretary of Security Council under Azerbaijani president. en.trend.az
  3. Biographies. Ramil Usubov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-06. ციტირების თარიღი: 2010-07-12.
  4. 4.0 4.1 4.2 Ministry of Internal Affairs. Usubov Ramil Idris oglu. ციტირების თარიღი: 2010-07-12.
  5. Welcome to Heydar Aliyevs Heritage Research Center. ციტირების თარიღი: 2020-11-22
  6. Azerbaijan: Accusations made against human rights defender, Ms Leyla Yunus. Front Line (14 January 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 August 2012. ციტირების თარიღი: 18 August 2012.
  7. Hafiz Heydarov. (26 January 2009) The court considers petition of Leyla Yunus. Azeri Press Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 August 2012. ციტირების თარიღი: 18 August 2012.
  8. HRW Urges Azerbaijan To Drop Libel Case Against Rights Activist. Radio Free Europe (21 January 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 August 2012. ციტირების თარიღი: 18 August 2012.
  9. Рамиль Усубов назначен секретарем Совета безопасности при президенте. Информационное Агентство Репорт. ციტირების თარიღი: 2019-06-20.