რამიზ მამედოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რამიზ მამედოვი
აზერ. (Ramiz Məmmədov
რამიზ მამედოვი.jpg
დაბ. თარიღი 4 თებერვალი 1950
დაბ. ადგილი ყარაჯალარი, გარდაბნის რაიონი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
სამეცნიერო სფერო ოკეანოლოგ-ჰიდროლოგი
მუშაობის ადგილი აკადემიკოს ჰასან ალიევის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
სამეცნიერო წოდება ტექნიკური მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
ხელმოწერა Ramiz imzası.jpg

აზერბაიჯანელი მეცნიერი (აზერ. (Ramiz Məmmədov) — საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწე, ოკეანოლოგ-ჰიდროლოგი, პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (2014), სადოქტორო დისერტაციების საბჭოს თავმჯდომარე (2002), კასპიის ზღვის შესწავლის საბჭოს თავმჯდომარე (2005), გეოგრაფიის ფუნდამენტალური პრობლემების საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს (მოსკოვი) წევრი (2002), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან არსებული საერთაშორისო ცენტრ „სუფთა წყალის“ დირექტორთა საბჭოს წევრი (2001), ევროპული საბჭოს მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის შექმნილი საერთაშორისო ეკოლოგიური ცენტრის კონსულტატიური საბჭოს პრეზიდენტი (თბილისი), აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრობისა და კულტურული ურთოერთობის საზოგადოება „ხიდის“ თავმჯდომარე, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2016),[1] გეოგრაფიის აზერბაიჯანული საზოგადოების თავმჯდომარე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან (მილი მეჯლისი) არსებული ტოპონიმიის საბჭოს თავმჯდომარე, აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აკადემიკოს ჰასან ალიევის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი.[2][3]

რამიზ მამედოვი (რამიზ მაჰმუდ ოღლი მამედოვი) დაიბადა 1950 წლის 4 თებერვალს საქართველოს სსრ-ის გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში. 1967 წელს დაამთავრა მშობლიური სოფლის საშუალო სკოლა და შევიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. 1972 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი.

1973 წელს დაიწყო მუშაობა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აკადემიკოს ჰასან ალიევის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კასპიის ზღვის პრობლემათა ცენტრში. გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით 1975 – 1977 წლებში გაიარა სტაჟირება მოსკოვის ოკეანოლოგიურ ინსტიტუტში, ხოლო 1977 წელს შევიდა ამავე ინსტიტუტის დასწრებულ ასპირანტურაში. 1980 წლის იანვარში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ტურბულენტური ცვლა წყალმცირე ზღვებსა და მტკნარ ხელოვნურ წყალსატევებში“ მოსკოვის ოკეანოლოგიური ინსტიტუტის დისერტაციების საბჭოში, რისთვისაც მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო წოდება.

1980 – 1985 წლებში გახლდა აზერბაიჯანის კოსმიკური კვლევების სამეცნიერო საწარმოო გაერთიანებასთან არსებული კასპიის სამეცნიერო-კვლევითი სადგურის

უფროსი. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით 1985 წლიდან გადავიდა სამუშაოდ გეოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო 1989 წელს ისევ დაბრუნდა გეოგრაფიის ინსტიტუტში. 1991 წლიდან იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აკადემიკოს ჰასან ალიევის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კასპიის ზღვის პრობლემათა ცენტრის გამგე, 1995 – 2013 წლებში - ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო ნაშრომების განყოფილების დირექტორის მოადგილე, ხოლო 2013 წლიდან - ინსტიტუტის დირექტორი.

"Geriyə Baxanda" R.Məmmədovla görüş.jpg

1996 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „კასპიის ზღვის ჰიდროფიზიკური ველების ცვალებადობა და მათი გავლენა დაბინძურების გავრცელებაზე“. მას მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება. 2001 წელს არჩეულ იქნა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 2009 წელს აზერბაიჯანის უმაღლესი საატესტაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით მიენიჭა ჰიდროლოგიის პროფესორის წოდება.

მთლიანობაში მსოფლიოს 82 ქალაქში (პარიზი, სან-ფრანცისკო, ბრიუსელი, ლონდონი, ათენი, სტამბული, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ბუქარესტი, ბერლინი და სხ.) ჩატარებული სხვადასხვა სამეცნიერო სხდომის მონაწილეა. ამჟამად თანამშრომლობს 35-ზე მეტ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან და უნივერსიტეტთან. მინიჭებული აქვს აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის, ევროპულ ფონდ „კოპერნიკუსის“, ჩარჩოების პროგრამის 6 და 7, ნატო-ს ფონდის „მეცნიერებისა და მშვიდობის სახელით“ და სხ. საერთაშორისო ფონდების სამეცნიერო გრანტები. აგრძელებს სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას ევროპისა და აშშ-ის წამყვან მეცნიერებთან და უნივერსიტეტებთან.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.1news.az/az/news/lham-liyev-d-vl-t-m-kafatlar-n-n-verilm-si-haqq-nda-s-r-ncam-imzalay-b İlham Əliyev dövlət mükafatlarının verilməsi haqqında sərəncam imzalayıb
  2. http://www.science.gov.az/forms/deystvitelnyie-chlenyi/1143 Məmmədov Ramiz Mahmud oğlu
  3. Azərbaycan Respublikasının Milli Məclisinin yanında Toponimiya Komissiyası “Azərbaycan Respublikasının Milli Məclisinin yanında Toponimiya Komissiyası haqqında” Əsasnamənin 3.1.1-ci maddəsi