რამარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რამარია

Ramaria flava
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ძარღვასოკოსნაირნი
ოჯახი:  ძარღვასოკოსებრნი
გვარი:  რამარია
ლათინური სახელი
Ramaria (Fr.) Bonord., 1851, nom. cons.

რამარია (ლათ. Ramaria) — სოკოების გვარი ძარღვასოკოსნაირთა რიგისა, რომელიც 220-მდე სახეობას აერთიანებს.[1] ევროპაში გავრცელებულია 120 სახეობა.[2] იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ერთეულებად ან ჯგუფებად ზაფხულიდან შემოდგომამდე, უპირატესობას ანიჭებს კირიან ნიადაგს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაყოფსხეული დიდი ან საშუალო ზომისაა. სუსტად ან ძლიერ დატოტვილი, მყიფე ან კანისებრი, უხეში ან ჟელატინირებული, როგორც წესი ღია ფერის. ზოგიერთი სახეობა ხელის დაჭერისას ფერს იცვლის. საკვებად ვარგისს სახეობებს მოტკბო გემო ახასიათებთ, არასაჭმელ და შხამიან სახეობებს — მწარე.

ჰიფები — ბალთიანი. ცისტიდების გარეშე. სპორები — არაამილოიდური, წვრილი ან მსხვილი, ელიფსოიდური ფორმის, დაფარულია ეკლებით ან მეჭეჭებით ან კიდევ სხვა მოხატულობით, იშვიათად გლუვია.[3]

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი სახეობა (მაგალითად, Ramaria aurea და Ramaria botrytis, Ramaria flava) საჭმელად ვარგისია, თუმცა გამოუცდელ მესოკოვეს შესაძლოა ადვილად აერიოს შხამიან სახეობებში, მაგ., როგორიცაა Ramaria formosa, რომელიც იწვევს კუჭის მომნელებელი სისტემის მოშლას (მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევა და დიარეა).[4] არასაჭმელ სახეობებს (მაგ., Ramaria stricta) მწარე გემო ახასიათებთ; მომზადებისას სიმწარე კიდევ უფრო ძლიერდება.

სამეცნიერო სინონიმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Cladaria Ritgen, 1828
  • Clavaria sect. Clavariella (P. Karst.) Henn., 1898
  • Clavariella P. Karst., 1881
  • Corallium G. Hahn, 1883, nom. illeg.
  • Coralloidea Roussel, 1806, nom. illeg.
  • Cornicularia Bonord., 1851, nom. illeg.
  • Dendrocladium (Pat.) Lloyd, 1919
  • Lachnocladium sect. Dendrocladium Pat., 1889
  • Phaeoclavulina Brinkmann, 1897
  • Ramaria sect. Dendrocladium (Pat.) R.H.Petersen, 1981

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гарибова Л. В., Семейство Рогатиковые, или Булавницы (Clavariaceae) // Популярный атлас-определитель. Грибы, Дрофа, 2009. — 350 გვ. 3000 ეგზ., ISBN 978-5-358-06775-2. — UDC 582.8(084.4)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kirk P. M., Cannon P. F., Minter D. W., Stalpers J. A. et al., Ainsworth & Bisby's Dictionary of the Fungi, CAB International, 2008. — გვ. 591, ISBN 978-0-85199-826-8.
  2. Eric Strittmatter: Die Gattung Ramaria. fungiworld.com. Pilz-Taxa-Datenbank. 2. November 2007, abgerufen am 25. Juni 2012
  3. Bi Zhishu, Guoyang Zheng, Li Taihui., The Macrofungus Flora of China's Guangdong Province, Columbia University Press, 1997. — 756 გვ.
  4. Eckhard Beubler: „Kompendium der Pharmakologie - Gebräuchliche Arzneimittel in der Praxis”, Editura Springer, Viena – New York 2007, p. 261,