რამანის ოთხკუთხედი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რამანის ოთხკუთხედი კოშკი
Ramana qalası
მდებარეობა რამანა, ბაქო, აზერბაიჯანი აზერბაიჯანის დროშა
თარიღდება XIV ს
მდგომარეობა სტაბილური

რამანის ოთხკუთხედი კოშკი (აზერ. Ramana qalası) — განლაგებულია ბაქოს დასახლება რამანაში[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმართულია XIV საუკუნეში შირვანშაჰთა ბრძანების მიხედვით[2]. მისი დანიშნულება იყო თავდაცვითი ფუნქციის შესრულება[3]. კოშკის განმასხვავებელი თვისება იყო ის, რომ იგი განკუთვნილ იყო დროებითი თავშესაფრისთვის და არა გრძელვადიანი ცხოვრებისთვის[4].

კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხე-სიმაგრე გამოყენებული იქნა ისეთი მხატვრული ფილმების გადაღების პროცესში, როგორებიცაა: „ქოროღლი“, „ნასიმი“ და „ბაბექი“. „ქოროღლის“ გადაღებამდე ციხე იმყოფებოდა დანგრეულ მდგომარეობაში და ამ ფილმის გადაღების მიზნით აღდგენილ იქნა. აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა 1956 წელს[5].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოშკის სიმაღლე შეადგენს 15 მეტრს. მას გააჩნია 4 სართული. ტერიტორიას, სადაც კოშკი მდებარეობს ეზოსა და კედლებს გრძელი მრავალწახნაგოვანი ფორმა გააჩნია[6].

კოშკი აგებულია თეთრი ქვისგან. შენობის მარცხენა მხარეს ორი კიბეა. სართულებს შორის შეიძლება გადაადგილებულ იქნას მხოლოდ მისაყუდებელი კიბით. ეზოში შესასვლელი მდებარეობს დასავლეთ ნაწილში. კოშკში შესასვლელი მდებარეობს ციხის კედელს შორისა  ვიწრო უფსკრულის მხრიდან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ramana Tower. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-02. ციტირების თარიღი: 2018-10-04.
  2. Бретаницкий Л. С., Усейнов М.А., Саламзаде А. В. История архитектуры Азербайджана. — Москва: Гос. изд. лит. по строит, арх. и стройматериалам., 1963.
  3. Ramana Tower (Azerbaijan)
  4. Старинные башни Баку хранят вековые тайны
  5. Nuriyev A. Qapısı qıfıllı qala (азерб.) // Kaspi. — 2010. — 26 oktyabr. — S. 8
  6. Замок в Селении Раманы